12.

403 62 0
                                    

2 ოქტომბერი, 2018 წელი.

"მოდი რა," მან დაიწუწუნა. "ნუ იქნები მხდალი, იუნგი!"

გაიცინა და დატრიალდა, ხელები გამოწეული ჰქონდა, თავი კი მაღლა ჰქონდა აწეული, თვალები დახუჭული.

ეს გოგო.

რაღაც სხვა იყო.

"არ გინდა, რომ გაცივდე!" დავიყვირე და თავსხმა წვიმას ავხედე. შენობის გასასვლელ ჭიშკარში ვიდექი, ნამდვილად არ მინდოდა დასველება, სანამ სუ ცარიელ ქუჩებში დარბოდა.

"არ გავცივდები!" გააპროტესტა. "ახლა მოდი და ჩემთან ერთად იხალისე. ყოველდღე არ წვიმს."

"წვიმის ფანი არ ვარ," ვაღიარე.

ხელები ჩამოწია და შემდეგ თეძოებაზე შემოაწყო, წონა ერთ ფეხზე გადაიტანა და ამოისუნთქა. თავი გააქნია შემდეგ წინ წამოვიდა მანამდე, სანამ ხელებს არ ჩამჭიდებდა.

"იხალისებ, გპირდები."

"რა არის სახალისო დასველებაში?" დავიბუზღუნე. "ნაცვლად შეგიძლია იბანავო."

"განსხვავდება. არ გიყვარს წვიმის სურნელი?"

"ნეშომპალას სუნი აქვს და ამაზრზენია," მე ვთქვი.

გაიცინა. "ცადე!"

დავნებდი, როცა ცივ თქეშში გამათრია. "რამდენჯერ უნდა დამარწმუნო სულელი რაღაცების კეთებაში?"

"მილიონჯერ~" წაიმღერა დატრიალებისას.

ჩემი მარჯვენა ხელი ეკავა და შემდეგ წელზე დაიდო, მეორეს კი თითები გაუყარა.

"მოდი ვიცეკვოთ." ჩამჩურჩულა და ნელი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, მარცხენა ხელი ჩემს მხარზე ედო.

რიტმს მივყვებოდი და უეცრად ახლოს მოვქაჩე, ხელი ზურგზე მოვხვიე. დაფრთხა, თვალები გაუფართოვდა, სანამ  მხიარულებით გაუბრწყინდებოდა და ხალისიანად გაიღიმებდა.

მეც გავუღიმე და სინქრონულად მივყვებოდი მას. მიუხედავად იმისა, რომ წვიმა არასდროს მომწონდა, იმ წამს მუსიკისავით ჟღერდა ჩემს ყურთათვის.

მხოლოდ ერთი დღე ვიცნობდი, მაგრამ მოახერხა ჩემი გულის აჩქარება. უფრო მჭიდროდ ჩავეჭიდე, როცა გავაანალიზე, რომ ყოველდღე ერთი და იმავე ისტორიით ცხოვრობდა. მე არ ვიცნობდი მას. მას კი ისევ ვუყვარდი.

"შენ რაღაც განსაკუთრებული ხარ," დაუფიქრებლად ვთქვი.

ჩაიცინა. "შენც, მინ იუნგი."

ფეხებმა მოძრაობა შეწყვიტა და მხოლოდ ჩვენი ერთმანეთის მიმართ მზერაღა დარჩა. ხელი ისევ ჩაჭიდებული მქონდა ისევე, როგორც მას.

წვიმა გრძელდებოდა.

მზერა მის სახეს მივაპყარი, მის ბრწყინავ თვალებსა და პატარა ცხვირს, მის აწითლებულ ლოყებსა და ნაზ ტუჩებს. ჩემი ხელი მაგრად ეკავა და მე ცერა თითით უდარდელად ვეფერებოდი.

"გრილდება," ვთქვი და ტუჩები მოვკუმე.

მან ჩაიცინა და ახლოს მოვწიე, როცა ვიგრძენი მისი კანკალი.

თავი დამიქნია. "შიგნით უნდა შევბრუნდეთ."

მეც დავუქნიე თავი, მაგრამ ხელი არ გამიშვია, მხოლოდ ახლოს მოვქაჩე მანამდე, სანამ მის სუნთქვას ვიგრძნობდი ყელზე. ხელი გავუშვი და ნაცვლად ორივე მას შემოვხვიე.

მან გამიღიმა და მეც შემომხვია ხელები. მაშინ დამავიწყდა, თუ რამდენად ციოდა, რადგან უეცრად შინაგანად თბილად ვიყავი და იმედი მქონდა, რომ ისიც იმავეს გრძნობდა.

Hidden | ქართულად. ✓Where stories live. Discover now