17.

366 62 0
                                    

12 ნოემბერი, 2018 წელი.

ყველა ფურცელი ჩამოვხსენი, რომელიც ოთახს ავსებდა. მწვანე, ყვითელი და ვარდისფერი, რომლებმაც თეთრი კედელი გამოაჩინა, რომელიც დიდი ხანია არ მინახავს.

თუ მინახავს?

ხელები მაგიდას გადავუსვი და ყველა ფურცელი და ჩანაწერი გადავყარე.

ონკანის წინ ვიდექი და ხელებს სიბრაზისგან მაჯაზე ვისმევდი მელნის მოსაშორებლად, ფერმკრთალი კანი მიწითლდებოდა დაწერილი სიტყვების გაქრობისგან.

კარადა გამოვხსენი და შავი სარებავი ავიღე, შევიცვალე თმა, როგორც ავარიამდე მქონდა ისე.

დღიური ავიღე და ჩემი სანთებელა ავანთე. ალი დაძველებულ ყავისფერ ტყავის ყრდას მივუტანე და ვუყურებდი, თუ როგორ ნელა იწვებოდა შიგნით ფურცლები.

სააბაზანოს იატაკზე დავტოვე და შემდეგ იმ ქალის ყველა სურათი და ვიდეო გამოვიტანე და ცეცხლში შევყარე.

აბაზანა ავავსე და ვუყურებდი, თუ როგორ ისხმეოდა წყალი და თეთრ ფაიფურს ეცემოდა. მალევე წყალმა გადმოსვლა დაიწყო და უკან დავიხიე, ვუყურებდი წყალს, რომელიც ცეცხლის დამორჩილებას ცდილობდა.

ტელეფონმა დარეკა. სახელის შემოწმების გარეშე ვუპასუხე.

"იუნგი! რა ხდება, ძმაო?" ჯინის ხმა გაისმა.

"არაფერი," ვთქვი. "უბრალოდ ძველ მოგონებებს ვწვავ. მოგონებებს, რომლებიც არც ვიცი."

"კარგად ხარ?"  ხმა დაუმშვიდდა და ნერვიულობა დაეტყო. "გინდა მოვიდე?"

თავი დავაქნიე მიუხედავად იმისა, რომ ვერ მხედავდა. "ერთი რამის კითხვა მინდა."

"კარგი."

"თუ ცეცხლია და წყალს დაასხავ, მაგრამ მხოლოდ იატაკზე, ცეცხლი გაჩერდება?" მე შევეკითხე.

სიჩუმე ჩამოწვა კითხვის შემდეგ და მივხვდი, რომ არაფერი უნდა მეთქვა. შრიალი, კრაჭუნი და დახშული მიჯახუნება მომესმა.

"რაზე ლაპარაკობ?" მან იკითხა და ვიცოდი, რომ ეს არ არის ის შეკითხვა, რომლის პასუხიც გაგონება სურდა.

"არაფერს წვავ, არა? პირდაპირი გაგებით დ–დაწვა?" მძიმე სუნთქვებს შორის თქვა.

მხრები ავიჩეჩე. "არ ვიცი. უკვე დამწვარია, ამიტომაც აღარაა საჭიროება. მოგონებებს ვგულისხმობ."

"იუნგი, ჩააქრე ცეცხლი. არაფერი გააკეთო, რასაც შემდეგ ინანებ." დამიკიდა და ვიცოდი ეს იმიტომ იყო, რომ დასახმარებლად რეკავდა.

რასაც შემდეგ ვინანებ? სანანებელი არაფერი მაქვს.

ისეც არაა, რომ ამის კეთება მემახსოვრება.

Hidden | ქართულად. ✓Where stories live. Discover now