11.

437 61 2
                                    


15 სექტემბერი, 2018 წელი.

"წინა შობას ეგეთი მთვრალიც არ ვიყავი," თეჰიონმა გააპროტესტა.

ჯონგუქმა ჩაიცინა. "ჰიონ, ჯინის მღრღნელს ეფერებოდი და ყვიროდი 'ეს ლომი როგორი პატარა და საყვარელია'."

თეჰიონმა ხელები აწია ჰაერში. "კარგი, ალბათ, იმიტომ, რომ ის ფორთოხლისფერია!"

ჯინმა თვალები გადაატრიალა. "რუხია."

ყველას გაეცინა გარდა თეჰიონისა, რომელმაც იბუზღუნა და გადაჯვარედინებული ხელებით, რაღაც ჩაილაპარაკა და ჩემს გარდა, რომელსაც წარმოდგენაც არ მქონდა წინა შობის ამბებზე. ან იმის წინაზე, ან თუნდაც იმის წინის წინაზე.

მაგიდის ირგვლივ მიმოვიხედე, მზერა თითოეულ ნაცნობ სახეს მივაპყარი, სანამ შევჩერდი. ექვსი სკამი და ექვსი ჩვენგანი. ჩვენ ექვსნი არასდროს ვყოფილვართ.

"სად არის ჯიმინი?" ჩახლეჩილი ხმით სიჩუმე დავარღვიე. ალბათ, ალკოჰოლი მაწვებოდა ყელში.

სიცილი მორჩა და ხუთი ადამიანი მაშტერდებოდა. ადგილი სიჩუმემ მოიცვა. ზარმაცი მზერით თითოეულს შევხედე და შევამჩნიე მერყევი, სევდიანი,  თანამგრძნობი გამომეტყველებები, რომლითაც მიყურებდნენ.

გადაჯვარედინებული ხელებით ვიჯექი, ველოდი მათ პასუხს. დაკავებული იყო? საზღვარგარეთ იყო? ოჯახი ჰყავს? ვერ მეცოდინებოდა, ვერ ვიხსენებდი.

"გაციებულია."

"ის მკ–"

"ის დაკავებულია."

ხმები ერთმანეთს აწყვეტინებდა და მე ისევ დაუკმაყოფილებელი ვიჯექი. ერთმანეთს უყურებდნენ გარდა თეჰიონისა, რომელიც იჯდა და თავის ხელებს უყურებდა, რომლებიც კალთაზე ეწყო. ვიტყოდი, რომ მთვრალი იყო, მაგრამ ჭიქისთვის ხელიც არ დაუკარებია.

ვგრძნობდი თუ როგორ იზრდებოდა დაძაბულობა თითოეულ წამს და თითოეულ ამოსუნთქვაზე გარემო როგორ მძაფრდებოდა და ჩემი ფიქრები იქამდე მიდიოდა, რისი გაფიქრებაც არ მინდოდა.

"სად არის ჯიმინი?" კიდევ ვიკითხე, ჩემი ხმა უფრო მკაცრი, უფრო ხმამაღალი იყო.

"ის დაკავებულია," ნამჯუნმა დაიწყო. "ბუსანშია ახლა მშობლებთან ერთად, რადგა–"

"სად ჯანდაბაშია ჯიმინი?" კბილები დავაკრაჭუნე. ჯონგუქს შევხედე.

"ჯონგუქ, მითხარი სად არის ჯიმინი," ვუბრძანე, რაზეც თავი დამიქნია.

"ის მკვდარია," თეჰიონმა თქვა, ამომხედა და თვალებში შემომხდა. "ერთი წლის წინ მოკვდა და არც ველოდი, რომ გემახსოვრებოდა. არასდროს გახსოვს."

"თეჰიონ," ჰოსოკმა გააფრთხილა მკაცრი ხმით.

ნამჯუნმა მხარზე ხელი დამადო, "იუნგი, არაუშავს თუ არ გა–"

ხელები მაგიდაზე დავარტყი, ბოთლები და ჭიქები მიჯახუნდა, როცა ყველაფერი და ყველა გაჩუმდა. ხალხი შემოტრიალდა ჩვენსკენ, უცნაურად შემოგვხედეს სანამ გაიხედებოდნენ.

"და ახლა... რამდენჯერ მიკითხავს თქვენთვის?"

"შენი აზრით რამდენჯერ?"

"თეჰიონ!" ჯინმა იყვირა და თეჰიონმა ძირს დაიხედა, კბილი კბილს დააჭირა. ჯონგუქს კაპიშონი დაეფარებინა თავზე, რომელიც დახრილი ჰქონდა და ვიცოდი, რომ ეს იმის გამო იყო, რომ მას ცრემლების შეკავება აღარ შეეძლო.

მე ვერც კი ვადანაშაულებდი თეჰიონს. გაბრაზებულიც კი არ ვიყავი. ვიცოდი თუ რამდენად ახლოს იყო იგი და ჯიმინი, ვიცოდი, რომ სიკვდილი ყველაზე მეტად მასზე აისახებოდა.

ვიცი, რომ მათთვის დიდი ტვირთი ვიყავი. ალბათ, ყოველი გასვლის დროს ერთი და იმავე კითხვებს ვსვამდი და ვცდილობდი კარგი დრო გაგვეტარებინა.

"ვწუხვარ." წამოვდექი და გავიარე. ნამჯუნმა მაჯაზე ჩამჭიდა ხელი, მაგრამ გამოვწიე და გავედი. გავიგე რამდენიმე ხმა როგორ მეძახდა და გადავწყვიტე დამეიგნორირებინა. სახლში წავედი.

"ოჰ, დაბრუნდი. შენ–"

სუ გაჩერდა, როცა ჩავუარე და პირდაპირ საძინებელში წავედი, კარები ჩავკეტე. მივირბინე საწერი მაგიდისკენ და ჩანაწერებსა და ფურცლებს შორის ძრომიალი დავიწყე.

ყველა უსარგებლო ნივთია.

კალამი ავიღე, მაჯა ამოვწიე. პირში ჩავიდე და  გამოვწიე, თავსახური კბილებში ჩავიტოვე, როცა ჩემს ფერმკრთალ მაჯაზე დავიწერე.

ჯიმინი მკვდარია. არასდროს კითხო სხვებს ამის შესახებ. ის მკვდარია.

Hidden | ქართულად. ✓Where stories live. Discover now