14.

401 64 0
                                    

 22 ოქტომერი, 2018 წელი.

ჩავისუნთქე.

ამოვისუნთქე.

ჩავისუნთქე.

ამოვისუნთქე.


თავი გადავხარე, ჩემს ანარეკლს ვუყურებდი. ჩემს ვერცხლისფერ თმას. ჩემს ჩაწითლებულ თვალებს შევხედე, დაკვნეტილ ტუჩებსა და შემდეგ ფერმკრთალ ხელებს, რომლებსაც ვეყრდნობოდი.

ხელებს დავხედე და ამოვიხვნეშე, როცა გამშრალი სისხლი დავინახე და პატარა ნაიარევები ჩემს ფრჩხილებთან და თითის სახსრებთან. ფრჩხილების კვნეტის ჩვევა არ მომიშორება.


სამი წელი.

სამი წელი გავიდა და მე მათზე არაფერი ვიცოდი.

ფიქრები მოვიშორე და აბაზანიდან გავედი მისაღებ ოთახში. გავშეშდი წინ გახედვისას.

ჰოლი ტახტზე იყო მოცუცქნული, თვალები მაგრად ჰქონდა დახუჭული და მისი პატარა სხეული სუნთქვისას ზემოთ და ქვემოთ ირხეოდა.

მასთან მივედი და იატაკზე დავიხარე, ხელი დავადე მოსაფერებლად.

"ჰოლი," დავუძახე, ხმაზე მეც დავფრთხი. ასეთი ჩახლეჩილი არასდროს მქონია. "კარგად ხარ?"

თვალები ნელა გაახილა, ამომხედა და გული ამიჩქარდა მის წითელ და შუშისმაგვარ თვალებზე.

"რა მოხდა? ცუდად ხარ?" ახლოს მივიწიე და დავიხარე.

"იუნგი?"

გავიხედე და ჩემს ეგრეთწოდებულ შეყვარებულს შევხედე.

"რა ხდება?" მან იკითხა.

ჩუმად ვიყავი, ვფიქრობდი მისთვის მეთქვა თუ არა. იგი ჩემი შეყვარებულია და დიდი ხანია ჩემთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ მას არ ვიცნობ.

"ჰოლი," დავიწყე. "ვფიქრობ, კარგად არ არის. ვეტერინართან უნდა წავიყვანოთ."

ახლოს მოვიდა და ჩემს გვერდით დაიხარა, ჩემს ძაღლს შეხედა.

"კარგად არ გამოიყურება." ხელი გამოწია მოსაკიდებლად, მაგრამ ინსტინქტურად გავწიე.

წამიერად შემომხედა, შემდეგ ხელი უკან გაწია და კალთაზე დაიდო.

წამოვდექი და გასასვლელი კარებისაკენ წავედი ბოტასების ჩასაცმელად, სანამ ჰოლისთან გავბრუნდებოდი და ხელში ავიყვანდი. ღია ცისფერ საბანში გავახვიე, კარები გავაღე და გავჩერდი სუსთვის შესახედად.

"მოდიხარ თუ არა?" შევეკითხე.

ამომხედა და ყოყმანით თავი დამიქნია.

იმის თქმა, რომ ჰოლიზე ვნერვიულობდი, გასაგები იყო. მეშინოდა მიუხედავად იმისა, რომ აღარება არ მსურდა.

მგზავრის ადგილას ვიჯექი და ნელა ვეფერებოდი მას, რომელიც კალთაზე მეჯდა. თვალები დავხუჭე და თავი უკან გავწიე, ამოვისუნთქე.

ვიცოდი. ჰოლის რამე, რომ დამართნოდა დავიმსხვრეოდი. უნდა ვყოფილიყავი იმ სიტყვების მოსასმენად მზად.

"ბოდიში. არაფრის გაკეთება შეგვიძლია. დრო მოვიდა."

ვიწექი საწოლზე ჰოლისთან ერთად. უარს ვამბობდი მის გაშვებაზე. ის კვლავ ცოცხალი იყო, კვლავ სუნთქავდა და მე მიყურებდა.

"ბოდიში," ამოვისუნთქე, როცა ყურებზე ნელა მოვეფერე. არ ვიყავი დარწმუნებული, თუ რატომ ვიხდიდი ბოდიშს.

თვალები საბოლოოდ დახუჭა და სხეულმა მოძრაობა შეწყვიტა, ისევე როგორც ჩემმა ხელმა და გულმა.

"ჰოლი?" მე დავუძახე.

არაფერი.

"არ უნდა წახვიდე," ხმა დამიპატარავდა. "არა მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდები."

სიჩუმე ჩამოწვა და მხოლოდ ჩემი გულისცემა მესმოდა. ალბათ, ისევ ვუარყოფდი, რადგან ხელით მაინც მის ნაზ ბეწვს ვეფერებოდი.

იქნებ ნებისმიერ წამს გაეხილა ახლა თვალები და კიდევ ვეთამაშებოდი.

იქნებ ჩემს შეხებას იგი დაებრუნებინა.

ვერ გავაანალიზე, რომ თვალებიდან თბილი სითხე ჩამომდიოდა და ჩემს ბალიშს ასველებდა.

გამომშვიდობება არ არის სევდიანი, არამედ მისი შედეგია.

Hidden | ქართულად. ✓Where stories live. Discover now