ცხოვრება არ წარიმართება ყოველთვის ისე როგორ შენ გინდა, მაგრამ დაიმახსოვრე, რომ შენი ბედი შენს ხელშია...
_________
ოთახიდან გამოვდივარ და რას ვხედავ, ჩემი და ტელევიზორის წინ ზის და საინფორმაციოს უყურებს.
-როდის აქეთ უყურებთ საინფორმაციოს ქალბატონო ჯონს?-სიცილით ვეკითხები და დივანზე მჯდომს გვერდით ვუდგები.
-გაჩუმდი! ხომ ხედავ ვუსმენ!-წიკვინებს ბელა და ტელევიზორს ხმას უწევს. დაინტრიგებული მეც მოამბის მოსმენას ვიწყებ.
"-...ცნობილ ბოი ბენდ One Direction-ს გუშინ საღამოს კონცერტი ჰქონდა ნიუ-იორკში. როგორც შეგვატყობინეს ბენდის ერთ-ერთი წევრი ჰარი სტაილსი ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა, იგი მომენტში ჭკუიდან შეიშალა და ყველაფრის ლეწვა დაიწყო სცენაზე! ფანები პანიკაში ჩავარდნენ, შემდგომ კი მისტერ სტაილსმა გონება დაკარგა..."
-შენ და შენი ჯგუფი რაა-წავიდუდღუნე.
-ჰანააა!! მოკეტე და მომასმენინეე!!-დამიყვირა ბელამ და ბალიში მესროლა, რომელიც ოსტატურად თავის ჩაწევით ავიცდინე, მოამბის მოსმენას ვამჯობინე ჩემთვის ყავა მომემზადებინა და ასეც მოვიქეცი. მისაღებში ფინჯნით ხელში დავბრუნდი. ტელევიზორში ჟურნალისტი ბიჭს მისდევდა.
"-მისტერ ტომლინსონ... მისტერ ტომლინსონ... ლუის... ლუის თუ შეიძლება გააკეთეთ კომენტარი მისტერ სტაილსის საქციელზე-ბიჭი უცბად გაჩერდა და ქალს მოუბრუნდა.
-ჩვენ ყველანი დაღლილები ვართ! ჰარი უბრალოდ ზედმეტად გადაიღალა! სულ ესაა!-მკაცრად განაცხადა და მერე მანქანაში ჩაჯდა.
-უახლოეს ამბებს შეიტყობთ რეკლამის...-" ჟურნალისტი საუბარს ვერ ასრულებს, რომ ბელას პულტს ხელიდან ვგლეჯ და ტელევიზორს ვთიშავ.
-ჰეი!!!-შეიცხადა ბელამ.
-რაიყო? სკოლაში არ მიდიხარ?
YOU ARE READING
MAD! || H.S✓
Teen Fiction" - სად ვარ? - ლონდონში მისტერ სტაილს. - თქვენ ვინ ხართ? - ჰანა ჯონსი. - ჩემს ოთახში რას აკეთებთ ჰანა? - მე თქვენი ფსიქოლოგი ვარ მისტერ სტაილს... " 2019.07.19~2019.12.30