-რაა?-ვანცვიფრდა ჯეისონი.
-მოგიყვები როგორ გარდაიცვალე და იქნებ მერე მაინც დარწმუნდე, რომ ჰარი არაფერ შუაში არ არის-მშვიდად ვესაუბრები.
-არა... მე ყველაფერი... მშვენივრად მახსოვს...
-ხო ვიცი, მაგრამ მგონი შეხსენება მაინც გჭირდება.
-არ გააკეთო... ეს ჰანა...
-რატომ? ჩემი არ გჯერა? იქნებ ისტორიის გახსენებით მაინც დაიჯერო...
-არა...-თავს აქნევს ჯეისონი და სრულებით სერიოზულდება.
-მაშინ დააბრუნე ჰარი.
-არასდროს!
-კარგი მაშინ ვიწყებ...-მხრებს ვიჩეჩ და კარისკენ ვიხედები საიდანაც ბავშვები მდუმარედ გვიცქერენ.
-არა... არ გაბედო!-მაფრთხილებს ჯეისონი, მაგრამ მე მოყოლას ვიწყებ.
-შენ და ჰარი პარკში თამაშობდით...
-არა!-ყურებზე იფარებს ხელებს.
-ყვითელი ქვიშით პასკობანას თამაშობდით...
-გაჩუმდი!
-უეცრად ჰარიმ თქვა ბანანი მინდაო...
-არა... გთხოვ გაჩუმდი!-თავს აქნევს ჯეისონი.
-მას შენც აჰყევი, მეც მინდაო...
-გაჩუმდი!-უკვე მიყვირის-შეშლილო! შეშლილი ხარ!
-ორივენი დედებისკენ გაიქეცით...
-მოკეტე!-ღრიალებს და ჩემი ხმის დახშობას ცდილობს-შეშლილო!
-მირბოდით და თან ყვიროდით...
-არა! მოკეტე! მოკეტე!-ღრიალებს და თავს გიჟივით აქნევს.
-აქ რა ჯანდაბა ხდება?-მესმის გარედან ექიმის ყვირილი, რომელიც პალატაში შემოსვლას ლამობს, მაგრამ ბიჭები აკავებენ და ამის უფლებას არ აძლევენ. ამ დროის მანძილზე კი ჯეისონი ყვირილს არ წყვეტს.
-შენ იმ დიდ ქვას წამოჰკარი ფეხი, სწორედ იმ ქვას რომელიც ჩეშირში ყოფნისას პარკიდან გაიტანე...-არ ვჩერდები და მოყოლას ვაგრძელებ.
YOU ARE READING
MAD! || H.S✓
Teen Fiction" - სად ვარ? - ლონდონში მისტერ სტაილს. - თქვენ ვინ ხართ? - ჰანა ჯონსი. - ჩემს ოთახში რას აკეთებთ ჰანა? - მე თქვენი ფსიქოლოგი ვარ მისტერ სტაილს... " 2019.07.19~2019.12.30