-დედა რას აკეთებ?-მესმის ჩურჩული ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს. ნეტა როდის ჩამეძინა?-დედა! წამოდი არ გააღვიძოს!-ისევ მესმის ჩურჩული და ვაცნობიერებ, რომ ეს ჯემას ხმაა ის დედამისს ელაპარაკება. საერთოდაც სად მძინავს? მარტო ვარ? კითხვებს მაშინვე გაეცა პასუხი როგორც კი წელზე დიდი ხელი ვიგრძენი რომელიც ოდნავ შეირხა და ამით მამცნობა, რომ ვიღაცის მკლავებში ვარ მოქცეული, ეს ვიღაცა კი რაღა თქმა უნდა ჰარია. სხვა ვინ იქნება? ესეიგი ჩვენ საძინებელში ვართ და ენის აქ რა უნდა? ვცდილობ არ გავინძრე, მაგრამ უნებურად ვიწყებ მოძრაობას და სანამ რამე ისეთს გავაკეთებ რითაც თავს გავცემ, მანამდე ერთ ხელს მჭიდროდ ვხვევ ჰარის წელზე მეორე კი მისი თავისკენ მიმაქვს და ხელში მის ფაფუკ თმას ვგრძნობ.
-დედა სირცხვილია! წამოდი და აცადე ეძინოთ-უწყრება ჯემა დედამისს ჩუმად.
-რამდენხანს უნდა ეძინოთ ჯემა პირველი საათია უკვე-მესმის ენის ჩურჩულიც. რაა? პირველი საათია? უკვე შუადღეა? ამდენხანს მეძინა? უეცრად ვგრძნობ, როგორ მოძრაობს ჰარი და რაღაცას ბუტბუტებს.
-რა მნიშვნელობა აქვს რომელი საათია! წამოდი ეძინოთ!-მომთხოვნი ტონით ამბობს ჯემა და შარიშურის ხმები ისმის.
-კარგი ხო ეძინოთ-ამბობს ენიც და ნაბიჯების ხმა მესმის. კარი ძალზედ ჩუმად იხურება და შვებით ვისუნთქავ. ჰარის ძლიერი ოხვრა და ჩემი თვალების ჭყეტა ერთია. წამიერი მზერის გასწორების შემდეგ ორივე ერთად ვიძახით.
-შენ რა გღვიძავს?-ისევ ვჩუმდებით.
-მე...-კიდევ ერთად ვიწყებთ და სიცილი მიტყდება.
-რა გაცინებს?-გაკვირვებული მეკითხება ჰარი ძილისგან უარესად დაბოხებული ხმით. პასუხს ვერ ვცემ, უარესად ვიცინი და თავს ვაქნევ. სიცილში ჰარიც უნებურად მყვება და ასე ჩახუტებულები გაუნძრევლად ვხარხარებთ. ჩემი ხელი ისევ მის თმებშია ახლართული. მისი გრძელი თითები კი ზურგზე მეხება.
YOU ARE READING
MAD! || H.S✓
Teen Fiction" - სად ვარ? - ლონდონში მისტერ სტაილს. - თქვენ ვინ ხართ? - ჰანა ჯონსი. - ჩემს ოთახში რას აკეთებთ ჰანა? - მე თქვენი ფსიქოლოგი ვარ მისტერ სტაილს... " 2019.07.19~2019.12.30