-გელოდები!-მოთმინება მეწურება.
-როგორც იცი ჰარიზე სამი წლით დიდი ვარ. ამ საშიბელების დროს რვა წლის ვიყავი. ეს კადრები არასდროს ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან! ვფიცავ ეს იმდენად შემზარავი სცენა იყო, რომ ერთი თვე კოშმარები მესიზმრებოდა...
ჯეისონი და ჰარი საუკეთესო მეგობრებზე მეტიც კი იყვნენ, არაბიოლოგიური ძნებივით. ჰარის იგი ჩემზე მეტადაც კი უყვარდა! ისინი ერთად ჭამდნენ, ერთად ატარებდნენ მთელ დღეს და ერთმანეთთან რჩებოდნენ დასაძინებლად. განუყრელები იყვნენ!
ერთ დღეს წვიმიანი კვირის შემდეგ მზემ გამოანათა და ბიჭების ახირებული თხოვნის შემდეგ დედებმა პარკში წაგვიყვანეს. მე წასვლა არ მინდოდა, მაგრამ დედამ ძალით წამათრია და ღმერთო ნეტავ არ წავყოლოდი!
ხუთი წლის ასაკში რას გააკეთბს შენი აზრით ბავშვი პარკში? ირბენს, იხტუნავებს, ისრიალებს, იქანავებს, მაგრამ აქედან ვერცერთი ვერ გააკეთს რადგან არემარე ჯერ ისევ სველი იყო. ამიტომ ყვითელი ქვიშისკენ გაიქცნენ რომელსაც პოლიეთილენის...აი ის საწვიმარი დიდი პარკები, რომაა ის ეფარა.ეს პარკი ძვლივს გადავაძრეთ და წვიმისგან გადარჩენილი ქვიშით ბიჭებმა პასკობანას თამაში და რაღაცეების შენება დაიწყეს. მეც იქვე ვიდექი და მათ პატარ-პატარა წაკამათებებზე გულიანად მეცინებოდა ხოლმე. მშობლები მოშორებით ლაპარაკობდნენ, ხანდახან გამოგვხედავდნენ ხოლმე და გვიღიმოდნენ. რაღაც მომენტში ჰარიმ ქვიშას თავი გაანება და ხმამაღლა თქვა ბანანი მინდაო. ჰარი ყოველთვის ბანანის გიჟი იყო. ჯეისონმა ჰარის წამოძახილი გაიგონა და აუ მეც მინდაო...-ჯემა უცბათ ლაპარაკს წყვეტს რადგან სამზარეულოდან ენი გამოდის.-გოგონებო რას შვრებით?-გვეკითხება ქალი და თავზე გვადგება.
-არაფერს დედა უბრალოდ ვსაუბრობთ.
-კარგი მე ხელს არ შეგიშლით,მაინც ოთახში მივდიდოდი-ენიმ გაგვიღიმა და მისაღები დატოვა.
YOU ARE READING
MAD! || H.S✓
Teen Fiction" - სად ვარ? - ლონდონში მისტერ სტაილს. - თქვენ ვინ ხართ? - ჰანა ჯონსი. - ჩემს ოთახში რას აკეთებთ ჰანა? - მე თქვენი ფსიქოლოგი ვარ მისტერ სტაილს... " 2019.07.19~2019.12.30