~24~

1.1K 104 44
                                    

ჩემთვის სამყარო ბრუნვას წყვეტს. "სიყვარული" თავში ერთადერთი სიტყვა მიტრიალებს. მე ჰარი სტაილსი შემიყვარდა ჩემი პაციენიტი, რომელიც პიროვნების გაორებითაა დაავადებული.

ახლაკი მისი ხელები მაგრად მეხვევა წელზე და მის სხეულს მაკრავს. ვიცი, რომ არასწორად ვიქცევი, ვიცი არ უნდა შემყვარებოდა, იქნებ კოცნის უფლებაც არ უნდა მიმეცა? ნეტა არასდროს შევხვედროდი!
სუნთქვა, რომ მიმშვიდდება ჰარის ნელ-ნელა ვშორდები, თვალებში აღარ ვუყურებ და ზურგს ვაქცევ...
ცას ნაცრისფერი გადაჰკვრია და მზე დასავლეთისკენ მიიწევს.

-რომელი საათია?-ვკითხულობ და ჩემს ჩახრინწულ ხმაზე ვკრთები.

-შვიდი... ჰანა მე...-იწყებს, მაგრამ როდესაც მისკენ სწრაფად ვტრიალდები და თვალებში ვუყურებ მაშინვე სიტყვა უწყდება და მწვანე თვალები გაკვირვებული მიცქერენ-რაიყო?

-ყველაფერი გახსოვს რაც მომიყევი? რაც მოხდა? გზაში თავბრუ ხომ არ დაგხვევია?-დავაყარე კითხვები.

-მოიცა დამშვიდდი და ამიხსენი რამ გაგაგიჟა.

-კითხვებზე მიპასუხე!

-ყველაფერი მახსოვს რაც მოგიყევი და რაც დღეს მოხდა და არა გზაში თავბრუ არ დამხვევია-ოხრავს ჰარი-ახლა მითხარი რა მოხდა.

-შვიდი საათია, ჯეისონი ხუთზე განაცვლებს ხოლმე დღეს კი არ გამოჩენილა... ნეტავ ეს როგორ მოხდა?-არ ვიცი იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი აქვს თუ იმიტომ, რომ ფიქრის საშუალებას მაძლევს ჰარი ხმას არ იღებს. უბრალოდ დგას და შემომცქერის. სრულ გაურკვევლობაში ვარ...

-ხომ... ხომ არ ჯობს სახლში დავბრუნდეთ?-ბოლოს ისევ მე ვარღვევ მდუმარებას როცა ვხედავ როგორ შავდება ცა-უკვე დაბნელდა.

-ხო მართალი ხარ-მეთანხმება ჰარი. ზედმეტ კითხვებს არ სვამს, მაგრამ სახეზე აწერია, რომ მასაც ინტერესი კლავს თუ რატომ არ გამოჩნდა დღეს ჯეისონი.

MAD! || H.S✓Where stories live. Discover now