~5~

1.3K 119 32
                                    

-ეხლა თავიდან მოყევით რა მოხდა ოღონდ ნელა-მშვიდად გვეუბნევა ექიმი. მე და ჰარი კაბინეტში ექიმის წინ გვერდიგვერდ ვსხედვართ.

-მე...

-ჰანა...-ორივე ერთად ვიწყებთ საუბარს, მერე ერთმანეთს ვუყურებთ და ვუბღვერთ.

-ერთმა მოყევით-კაცი ხელისგულს ეყრდნობა თავით.

-კარგი...-ისევ ორივე ერთად ვამბობთ.

-გაჩუმდი!

-შენ თვითონ გაჩუმდი!

-მოიცადეთ გაჩერდით!-დაღლილი ხმით ამბობს ექიმი-თქვენ უფრო ჭკვიანი ჩანხართ მის. თქვენ მომიყევით.

-გმადლობთ-კმაყოფილი ვუყურებ ჰარის რომელიც ექიმს "რააა?" სახით მიშტერებია.

-გისმენთ.

-მე მისტერ სტაილსის ფსიქოლოგი ვარ. იყო რაღაც ინციდენტი და ამ ამბის გამოსასწორებლად ჰარის სადღაც მივყავდი თავის მეგობრებთან ერთად, მაგრამ მე გავუძალიანდი და როგორღაც ორივენი ასფალტზე ავღმოჩნდით ხელი კი მის სხეულსა და ასფალტს შორის მომყვა მის ხელთან ერთად, ვინაიდან ხელი ჩაკიდებული ჰქონდა-დავასრულე მოყოლა.

-და თქვენ გინდათ თქვათ, რომ დაჟეჟილობა ამის გამო გაქვთ ორივეს?

-ასე გამოდის-მე და ჰარი ბინტით შეხვეულ ხელებს ვუყურებთ.

-ღმერთო... მომწყდით თავიდან და ეცადეთ ხელი მეტნაკლებად არ მოიხმაროთ-ამ სიტყვების შემდეგ ექიმმა ხელით გვანიშნა, რომ წავსულიყავით. პალატიდან გამოვედით და ბავშვებს შევხვდით.

-აბა რა გითხრათ?-მეკითხება ბელა.

-მსუბუქი დაჟეჟილობა-ვპასუხობ და ხელს მაღლა ვწევ.

-ორივეს?

-კი ნაილ ორივეს-უპასუხა ჰარიმ.

-ლიამი სადაა?-ვკითხულობ ლიამს, რომ ვერ ვხედავ.

-ტელეფონზე ლაპარაკობს- მპასუხობს ლუი და ლაიმიც მოდის.

-აბა?-შემოგვცქერის ლაიმი ინტერესით.

-ორივეს მსუბუქი დაჟეჟილობა... ვის ელაპარაკებოდი?-კითხვა შეუბრუნა ჰარიმ.

MAD! || H.S✓Where stories live. Discover now