~18~

1.1K 103 31
                                    

მზის სხივები მაიძულებენ თვალები გავახილო, რომლებიც ძალზედ მეწვის უძილობის გამო. ვცდილობ სიტუაციიდან გამოვერკვე და გავიხსენო თუ როგორ ჩამეძინა.

-დილამშვიდობის-როგორცკი საშინლად ბოხი ხმა მესმის მოულოდნელობისგან ვხტები, თავს სწრაფად ვწევ და ჰარის ზემოდან დავყურებ. მაშინვე მახსენდება მის გვერდით მჯდომს როგორ მომერია ძილი, თავი მკერდზე დავადე, თვალები დავხუჭე და ჩამეძინა. ჰარი სუსტად მიღიმის.

-გამარჯობა... თავს როგორ გრძნობ?-ნერვიულად მოვშორდი ჰარის სხეულს, ვინაიდან მის მკერდზე მედო თავი.

-ოდნავ სუსტად.

-მოდი სიცხე გაიზომე და ვნახოთ რამდენით დაგიწია კარგი?-ფეხზე სწრაფად ვდგები ტუმბოსთან მივდივარ და უჯრიდან სიცხის საზომს ვიღებ. ჰარი ხელს მიწვდის და მეც ხელისგულში ნელა ვუდებ... ორივენი მდუმარედ ვუცდით მერე კი ჰარი თერმომეტრს უკან მიწვდის.

-37 და 5 ხაზი. ბევრი არაა, მაგრამ დაბალი სიცხე მაინც გაქვს. წამალი კიდევ დალიე და იმედი მაქვს საბოლოოდ გამოჯანმრთელდები-თან ველაპარაკები, თან დოქიდან ჭიქაში წყალს ვასხამ და წამალს ვუწვდი. ჰარიც მართმევს და სვამს. მე მას საბანში ვფუთნავ და ისევ გვერძე ვუჯდები.

-მთელი ღამე არ გძინებია არაა?-მეკითხება როცა თვალების ფშვნეტას ვიწყებ. კითხვას ვერ ვპასუხობ რადგან მართალია. არ მძინებია. მხოლოდ გამთენიისას ჩამეძინა.

-ჰანა მადლობ, რომ ჩემზე ზრუნავ, მაგრამ ძილი შენც გჭირდება. მოდი დაიძინე კარგი?-მეკითხება და მიღიმის. ცოტახანს ვყოყმანობ, მაგრამ მერე თავს ვუქნევ, ლოგინს გარს ვუვლი და გვერძე ვუწვები. ჰარი ჩემსკენ ტრიალდება საბანს კარგად მაფარებს და მერე თვალებში მიყურებს. უეცრად სიმშვიდე ისადგურებს. მისი მწვანე თვალებს შევყურებ და ასე მგონია სადღაც მინდორში ჩიტივით დავფარფატებ და თავისუფლებით ვტკბები. არანაირი ფიქრები, ტკივილი, შიში, მწუხარება. არავინ და არაფერი...

MAD! || H.S✓Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang