~15~

1.2K 106 36
                                    

ჰარიმ როგორც მივხვდი თავის ოთახში შემიყვანა და ლოგინზე დამსვა.

-გინდა გავალ...-ცერა თითით მის უკან კარზე მანიშნა, მაგრამ ხელში ჩავავლე და თავი გავაქნიე.

-მარტო არ დამტოვო... გთხოვ... თორემ შეიძლება ფიქრებმა გამაგიჟოს-შეხვეწე. ისევ ვტირი. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, მაგრამ არა მარტო მშობლების გამო, არამედ იმის გამოც, რომ ჰარიმ უკვე მეორედ მნახა ასეთი სუსტი და მომტირალი.

-კარგი აქ ვარ. შენს გვერდით-გვერძე მომიჯდა და ისევ მივეხუტე, მანაც ხელები მომხვია და თავზე მოფერება დამიწყო.

-ბოდიში...-ვჩურჩულებ და თანდათან ვმშვიდდები.

-რისთვის მიხდი ბოდიშს?-გაიკვირვა ჰარიმ.

-მე უნდა გამშვიდებდე და განუგეშებდე. მე ვარ შენი ფსიქოლოგი შენ კი არა ჩემი-ვბურდღუნებ, ჰარის კი ოდნავ ეცინება.

-ყველა ადამიანს სჭირდება თანადგომა და ჩახუტება პატარავ, გსიქოლოგებსაც კი.

-ხო ვიცი მაგრა... მოიცა რით მომმართე?-უცბათ მოვშორდი-პატარავ?

-არა მე ასე არ მითქვამს-თვალები გაუფართოვდა ჰარის.

-კი როგორ არა ასე თქვი!-თვალები მოვჭუტე.

-არათქო-ისევ უარყო ჰარიმ.

-ჯერ არ დავყრუებულვარ ჰარი! რადგან შეყვარებულობანას ვთამაშობთ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მართლა ვართ!-ბრაზმა დამიარა. მე მისი პატარა არ ვარ! და საერთოდაც ერთი წლოვანების ვართ.

-მე... მე უბრალოდ... ალბათ წამომცდა-თავი უხერხულად მოიქექა-ჯემას, რომ ვაწყნარებ ასე ვეუბნევი ხოლმე და სიმართლე გითხრა ერთხელ რამის მომკლა, მე შენზე სამი წლით დიდი ვარო... ისე არც კი ვიცი რაზე ვაწყნარებდი ხოლმე. მას არასდროს უტირია-ცოტახანს ვუყურე. თვალებით ბოდიშს მიხდის.

-კარგი... დაივიწყე, მაგრამ მეორედ ასე აღარ მომმართო-ცრემლები მოვიწმინდე და ახლაღა დავფიქრდი რამხელა შარში ვარ! მე და ჰარიმ ერთად უნდა დავიძინოთ?

MAD! || H.S✓Where stories live. Discover now