კართან მორიდებით ვდგავარ. ჰარის მრცხვენია. კიდევ ერთხელ ვაკოცე და ახლა მასთან ერთად დაძინების ძალიან მერიდება.
-მანდ რატომ დგახარ?-მეკითხება და ლოგინზე ჯდება. არუნდა, რომ დამანახოს მარა ვხედავ ისიც მორიდებით აპარებს ჩემსკენ თვალს.
-ამ.. არ ვიცი... ჰმ... ისევ ერთად უნდა დავიძინოთ? სტუმრების ოთახში, რომ გავიდე?
-დედა რაღაცას იეჭვებს თორე მე პრობლემა არ მაქვს შემიძლია მეთვითონ გავიდე-იატაკზე ვაცეცებ თვალებს. ჰარის ვერ ვხედავ. არადა მაინტერესებს რას შვრება.
-მოდი იცი რა ვქნათ? მე ძირს დავიძინებ და თუ შიგნით შემოვიდა ვეტყვი გადმოვარდი ალბათთქო-ხმა, რომ არ ამოვიღე ჰარიმ თავისი სულელური ვარიანტი დააბრეხვა.
-არა! რას ამბობ ხომ არ გაგიჟდი! გაცივდები!-გავუბრაზდი.
-უკეთესი აზრი გაქვს?-მეკითხება და ახლაღა ვუყურებ.
"კარგი რაა! ერთად უკვე ხუთჯერ გეძინათ!" შემომძახა ქვეცნობიერმა.
"გაჩუმდი!" შევუღრინე მე.
"ნეტა შენს მაგივრად შემეძლოს ლაპარაკი!" წაიწუწუნა.
"აი მაშინ კი დამერხეოდა!" თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე.
-ორივენი ლოგინზე დავიძინებთ, მაგრამ ერთმანეთს არ ვეხებით-სწრაფად მივაყარე ერთმანეთს სიტყვები.
"ხო მაგას სულ გააკონტროლებ" დამცინავად ჩამესმა ხმა.
-თანახმა ვარ, მაგრამ არამგონია გამოვიდეს გამუდმებით ვბორგავ-უხერხულად მეუბნევა ჰარი.
"ვაიმე რა გჭირთ ხალხო! ერთად უკვე გეძინათ! თან ჩახუტებულებს!" გაჰყვირის ჩემი ქვეცნობიერი.
"მოკეტე რაა! მოკეტე!" შევუღრინე ისევ და თავი გავაქნიე.
-ამ... აბა...-დაფიქრებით ვბურდღუნებ.
-მგონი ისევ ჩემი იდეა ჯობს-ფეხზე წამოდგა ჰარი.
-არა!-დაუფიქრებლად წამოვიყვირე და ტუჩის კვნეტა დავიწყე.
YOU ARE READING
MAD! || H.S✓
Teen Fiction" - სად ვარ? - ლონდონში მისტერ სტაილს. - თქვენ ვინ ხართ? - ჰანა ჯონსი. - ჩემს ოთახში რას აკეთებთ ჰანა? - მე თქვენი ფსიქოლოგი ვარ მისტერ სტაილს... " 2019.07.19~2019.12.30