~27~

1K 100 41
                                    

ხანდახან შეიძლება ადამიანს ის დაემართოს რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა, მაგრამ ამის გამჟღავნება ვერ შეძლოს რადგან ეს დაუშვებელია. ეძინოს საყვარელი ადამიანის გვერდით, თაბ ასე ახლოს იყოს მასთან და თან ისე შორს როგორც მე და ჰარი ვართ. ერთმანეთის გვერდით გვძინავს და მაინც როგორ შორს ვართ ერთმანეთისგან...

-ადექით ხალხო! თერთმეტი საათია ორ საათში მიდიხართ და ეს ორი საათი მაინც გავატაროთ ერთად!-დაგვჩხავის თავზე ჯემა და ფიქრს მაწყვეტინებს, მერე ზედ გვახტება და ხუტნაობს.

-ჯემაა! მოგკლავ თუ ავდექი იცოდე!-ღმუის ჰარი.

-მიდი ადექი და თუ შეძლებ დამიჭირე!-ენა გამოუყო ჯემამ და ორივეს მოგვიღუტუნა.

-ჯემა!-ერთდროულად ვყვირით მე და ჰარი და სიცილი აგვიტყდა.

-ადექით!

-მოდი აქ!-ხელი ჩაავლო ჰარიმ და ლოგინზე ჩვენს შუაში დააგდო.

-ვაიმე ახლა დამერხა ხო?-ნერვიულად იცინის ჯემა და მერე წამოდგომას ცდილობს, მაგრამ ვიჭერთ და უკან ვაბრუნებთ-გამიშვით!

-არა!-ვიცინი და ახლა მე ვუღუტუნებ.

-ააა... გამიშვით... ჰანა... ცუდად გავხდებიი!-სიცილით კვდება ჯემა და გველივით იკლაკნება.

-კარგი გეყოფათ გაუშვით-სიცილით გვეუბნება კართან მდგომი ენი, რომელიც ახლაღა შევამჩნიე და ჩვენც ჯემას ჩვენი კლანჭებიდან ვათავისუფლებთ.

-მადლობა დედიკო-აჩქარებულად სუნთქავს ჯემა, მერე ფეხზე დგება და კართან მიდის- არაადამიანებო!-მოგვაძახა სანამ გარეთ გავიდოდა, მე და ჰარი კი ერთმანეთს ვუყურებთ და ისევ ვიცინით.

-ბავშვები ხართ-იცინის ენიც და კარს გვიხურავს... გუშინ ჰარიმ ოთახში, რომ ამომიყვანა ბიჭებს და ბელას ვესაუბრეთ. მათ თქვეს, რომ დილით ჩავიდოდნენ ლონდონში, ჩვენ კი პირველზე გავალთ სახლიდან ასერომ ჩვენ, რომ ლონდონში ჩავალთ ისინი უკვე სახლში იქნებიან.

MAD! || H.S✓Where stories live. Discover now