~9~

1.3K 114 23
                                    

მე და ჰარი სამზარეულოში ნიჟარასთან ვდგავართ. მისი ხელები ჩემს წელზე მოეხვია მე კი მის კისერზე. მისი შუბლი ჩემსას ეხება და პირდაპირ თვალებში მიყურებს... არა... ეს არ უნდა ხდებოდეს! ეს შეცდომაა! უცბათ ავწრიალდი და ჰარის მკლავებიდან თავი დავიხსენი.

-ჰანა... მე...-დაიწყო დაბნეულმა ჰარიმ.

-არ გინდათ მისტერ სტაილს-ხელით შევაჩერე.

-ხომ გითხარი, მისტერ სტაილსს ნუ მეძახითქო.

-უბრალოდ...-შევყოვნდი და მზერა იატაკს მივანათე-უბრალოდ შემეშვი ჰარი.

-ჰანა... მე... მე არ ვიცი რა დამემართა-ბლუყუნით ამბობს ძლივს.

-ჰარი... დაივიწყე-ღრმად ჩავისუნთქე და სამზარეულოდან გამოვედი. გავიგონე კიდევ ერთხელ როგორ დამიძახა ჰარიმ, მაგრამ სწრაფი ნაბიჯებით მივუახლოვდი კიბეს და სწრაფად ავირბინე ზევით. ოთახში შევედი და კარი ზურგსუკან მივიხურე.

-ღმერთო!-სული მეკვრის. ბაგეებზე ჯერ კიდევ გრძნობ მის ბაგეებს. ძლივს ვიძვრი კარიდან და საწოლზე ვწვები, მაგრამ თვალს ვერ ვხუჭავ.

"რა გასაკვირია შენ ხომ შენმა სიმპატიურმა პაციენტმა გაკოცა თან მეორედ" გაისმა ხმა და მოულოდნელად შევხტი.

"ახლა შენი ნერვები არ მაქვს!" შიში მაშინვე ქრება როგორცკი ვაცნობიერბ, რომ ხმა ჩემს თავში გაისმა.

"მაგრამ აღიარე, რომ ამის გამო ვერ იძინებ" ეს ჩემი ქვეცნობიერია. ასე გამოხტომები იცის ხოლმე და როცა მარტო ვარ ხანდახან მაშინებს.

"თავი გამანებე!" შევუბღვირე და დაძინება ვცადე, მაგრამ როგორცკი თვალებს ვხუჭავ მაშინვე რამდენიმე წუთის წინ მომხდარი მიდგება თვალწინ.

-არა მორჩა!-წამოვიძახე ხმამაღლა ფიქრებისგან შეწუხებულმა-გეყოფა ჰანა! უნდა დაიძინო!-შემოვუძახე ჩემს თავს და მაინც, რომ არაფერი გამომივიდა გაბრაზებული წამოვხტი ლოგინიდან, სააბაზანოში შევედი და სახეზე შევისხი წყალი. ოთახში ვეღარ მოვისვენე, ამიტომ გარეთ გამოვედი და ოთახების დათვალიერება გადავწყვიტე. საკმაოდ დიდი სახლია. მეორე სართული სავსეა ოთახებით. მემგონი 7 ან 8 დავითვალე. "ჩემი" ოთახის კარიდან ხელმარცნივ ოთახში შევიჭყიტე და წელმოშიშვლებული ზეინი დავინახე, რომელიც მთელს საწოლზე ბაყაყივით გაშხლართულიყო. ჩუმათ ჩამეცინა და კარი უკან გამოვიხურე. მის გვერძე ოთახში ბელა იყო. შიგნით შევედი და ლოგინზე ბრეტელებიანი მაისურით მწოლიარე ჩემს დაიკოს ლოყაზე ვაკოცე. ბელა შეიშმუშნა.

MAD! || H.S✓Where stories live. Discover now