თავი 1

1.6K 69 7
                                    

    ამბავი ხდება სადღაც შორს, იმ ადგილას, სადაც შენი ადგილი არ არის, თუ, რა თქმა უნდა, სიყვარულის გჯერა ან თავისუფლება გწადია. ეს ადგილი შენთვის არ არის. არც მათთვის არის, ვინც აქ დაიბადა, განსაკუთრებით იმათთვის, ვისზეც ახლა მოგიყვებით. მაგრამ,  ადამიანს ბედისწერის შეცვლა არ შეუძლია. დაე, ისე იყოს, როგორც ინებებენ.

მაშ, რა უნდა იყოს ის ადგილი, სადაც სიყვარული აკრძალულია....


 - სიყვარულს აკრძალულ ხილს ეძახიან და მერე უკვირთ, რატომ ცდილობს ყველა ამ აკრძალულ ხილს დაეწაფოს. ხალხმა თვითონ შეარქვა აკრძალულ ხილს ყველაზე ნოყიერი და მერე განცვიფრებით შეაჩერდნენ ევას ამბავს, რომელმაც უნებურად გასინჯა ის წყეული ვაშლი.

ბატონი ჯონი მდარეთ დააბიჯებდა აუდიტორიის მოპირკეთებულ იატაკზე და დიდი აღტაცებით საუბრობდა. ისე ლაპარაკობს, თითქოს ამ დაწყევლილ, უსიყვარულო ადგილას თავადვე გამოსცადა ეს აკრძალული გრავადვე ან იქნებ ასეც იყო და არ ვცდები... მაშ, ყური უგდეთ და მიხვდებით მის ორაზროვან წინადადებებს.

- ხალხმა დავკარგეთ ვნებების აღქმა და ისიც დაგვავიწყდა, რა გემო აქვს სიყვარულს. ამაზე ბევრ სასიყვარულო რომანში წერენ, რომლის ზოგიერთი ეგზემპლარი ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია, მაგრამ მთავრობა ვერ ხვდება, რომ ამ ახალგაზრდებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა გააჩნია. ჩემთვის განსაკუთრებით გასაცვიფრებელია ბატონი ოსკარ უალდის თავდადება მის ქვეცნობიერთან და სულიერ სამყაროსთან. ყველაზე დიდი შვება ამ ქვეყნად ხომ ის არის, როცა შენ სულში ჩაგროვილ ქმედებას და ფიქრებს სამყაროს გააგებინებ. უაილდიც ასე მოიქცა. თავისი განსხვავებული შეხედულებანი, ვნებები და თეორებები პირdაპირ გვამცნო. ,,დორიან გრეის პორტრეტი''? მართლაც შესანიშნავი ნაშრომია, ვერაფერს იტყვი. ან ავიღოთ და ვინჩი.მან თავისი სახასიათო ფიქრები თავის პორტრეტში გამოკვეთა. დიახ,ამბობენ, რომ ,,მონა ლიზა''თვით და ვინჩია და ამით გვაჩვენა მისი ვნებები. ეს ხალხმა იცოდა, თუმცა მაინც მილიონ დოლარად იქნა შეფასებული ჩვენი ჯოკონდა.მა-

 ლექტორმა სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო, უეცრად უკანა რიგებიდან ხმა მოისმა:

- ოსკარ უაილდი გეი იყო, ავადმყოფი პიდარასტი, ამ სამყაროს ჩამორჩენილი. მან სხვაგან გადაუხვია და ,ალბათ, ეს მისი მშობლების ბრალია.დღემდე ვერ ვხვდები, როგორ ვერ შეაჩერეს და არ უმკურნალეს

ბატონი ჯონი, ალბათ, ელოდა რომელიმე სტუდენტის ასეთ შესაფერის გამოხმაურებას(იმდროინდელი სამყაროდან გამომდინარე) რაზეც მან მხოლოდ ჩაცინება და ოდნავ ირონიული პასუხი აჩუქა:

- არა, მეგობრებო. რომ დავუკვირდეთ, ჩვენ ყველა ცოტათი ,,ავადმყოფები'' ვართ.კაცები ლამაზ კაცებს რომ ვხედავთ, ვფიქრობთ, ,,რა მშვენიერი ყმაწვილიაო'' და ქალები დაინახავენ ქალს, რომელსაც გამოკვეთილი ფორმები და ლამაზი კულულები აქვს და მაშინვე შტერდებიან.რა მნიშვნელობა აქვს ამას შურის გამო აკეთებენ, თუ განცვიფრების გამო, ისინი ხომ მაინც ერთმანეთს აშტერდებიან. ასეა, მაშინ მთელი საუკუნის მამაკაცები დორიან გრეის ეტრფოდნენ, მას აღფრთოვანებულნი შესცქერდნენ და ტრაბახობდნენ ამ ადამიანთან შეხვედრის გამო. აბა დაფიქრდით, შეიძლება ცხოვრებაში ყველას გყავდეთ თქვენი დორიან გრეი...

'ჰო, მაგალითად შენთვის კიმი'

ჯონს გონება გამოეხმაურა და ამის გამო შეუმჩნევლად დაიღრინა

ზარის დარეკვის ხმა ლექტორს საუბარს აწყვეტინებს და ბოლო წინადადებას წარმოთქვამს

- იფიქრეთ დღევანდელ ლექციაზე და თქვენს დორიან გრეის მოუფრთხილდით, ვინც არ უნდა იყოს ის.

აუდიტორიიდან ოდნავ აღელვებული გამოვიდა. თუ კარგად დააკვირდებოდით,  ოფლის ნაკვალევსაც შეამჩნევდით ყბის ძვალზე. სათვალე მოხდენილად დაისვა და კაფეტერიისკენ გაემართა. ვერ იტანდა აქაურობას, მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული მთელ დღეს მშიერს გაატარებდა, მაგრამ ერთი ჭიქა, უშაქრო ყავის გამო ამასაც იტანდა. ჰორიზონტს გამჭოლ მზერას ავლებს და მის თვალთახედვის არეალს შავი, კულულა თმები ხვდება და აი ისიც, ბატონი კიმი,ჯონის აკრძალული ხილი.ერთ ტკბილ ყავას კოლეგისთვის იღებს და უნივერსიტეტის ეზოსაკენ მიიჩქარის.

ბატონი კიმი იმდენად იყო საყვარელ საქმიანობაში გართული, ვერც კი შეამჩნია სილუეტის მოახლოვება.

- მოგესალმებით, ბატონო კიმ!

მოულოდნელობისგან მამაკაცი ოდნავ ცბება.

- ოჰ, გაგიმარჯოთ, ბატონო ჯონ!




Together with meWhere stories live. Discover now