სიყვარულის სიმბოლურად გამოხატვა ამ ქვეყნად ყველაზე ფასეული ჟესტია.მისი ტექნიკა მხოლოდ რჩეულებს ესმით.ანუ იმათ,ვინც ერთმანეთისთვის გაჩნდნენ ან რაღაც მისია აქვთ შესასრულებელი.
მნიშვნელობა არ აქვს,მისიაც და ორმხრივი კავშირიც საუკუნო საქმეა.
ნებისმიერი მისია სიყვარულის გავრცელებით იწყება!
***
ბერნის სასტუმროს კედლები ნომრიდან გამოსულ სიმხურვალეს ვეღარ იტევს.მართალია,იქ ისეთი არაფერი ხდება,რაც თქვენ იფიქრეთ(უფრო სწორად,იმათთან არ ხდება,ვისზეც მე გესაუბრებით:)) მაგრამ,ორი სულისთვის,რომელთაც ახლა დაიწყეს სუნთქვა,პატარა ინტიმური ქმედებაც კი სიმხურვალეს იწვევს ღაწვებზე და საგრძნობლად შეიმჩნევა მთელი სხეულის სასიამოვნო ვიბრაცია.
აი,რა ხდებოდა ბერნის ერთ-ერთი დიდებული სასტუმროს ნომერში,რომელზეც გესაუბრეთ.
შესვლისას,თქვენ ვერ იგრძნობდით სიმხურვალეს,ეს თეჰიონს და ჯონგუკს ეჩვენებოდათ,რომ სასტუმროს ნომერში ან გათბობის პრობლემები იყო ან გრძნობების დაფარვას ვეღარ ახდენდნენ.
დიახ,მეც მეორე მგონია..
ორი სხეულია გაშოლტილი მდიდრულ საწოლზე,ერთმანეთისგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით.ერთმანეთს ფიქრის და ნორმალურად სუნთქვის საშუალებას აძლევნდნენ,რადგან თუ რომელიმე ოდნავ მაინც შეეხდებოდა მწოლიარეს ხელს,მაშინვე შესამჩვევ მხურვალებას გრძნობდნენ.
ამჯერად,ჯონგუკი ვერ ითმენს ამდენ ხნიან უმოქმედობას და უცროსის ხელს თავისაში იქცევს,ნაზად ეამბორება და მკერდზე იდებს.
თეჰიონს ამ უბრალო შეხებაზეც ლოყები უხურდება.თვითონაც მაგრად უჭერს უფროსის ხელს და შესამჩნევად კისკისებს.
- მიყვარს შენი სიცილის მოსმენა.
ყოჩაღ თეჰიონ!საუბრის დაწყების ამ ლამაზმა ხერხმა გაჭრა უფროსზე.

KAMU SEDANG MEMBACA
Together with me
Romansa-და თავად რას ფიქრობთ სიყვარულზე, ბატონო ჯონ? -იმას, რომ ის ახლა ჩემ წინ არის...