ეძღვნება თეჰიონს!ყველაზე ნათელს,დედამიწაზე...
______
მაღალი სხეული შენობის ვიწრო დერეფნებში მიაბიჯებს.სახეზე რა ემოცია აქვს?!არანაირი! თითქოს ყველა და ყველაფერი დაივიწყა.თუმცა,ახლა ვისთანაც მიდის გონების დაძაბვა ნამდვილად სჭირდება,რადგან ეს ადამიანი ძალიან რთულია.
თქვენ იცით ვისზეც ვსაუბრობ.უკვე გაგაცნოთ თეჰიონმა.გაგაცნოთ თავისი და მისი დიალოგით.
თქვენ უკვე იცით საავადმყოფოს გარემო,ექიმი ჯონი და ნანია.ნანია-თეჰიონის მეორე ანგელოზი ვარსკვლავი.
წინ ისევ ექიმი ჯონი მიუძღვის და ნანიას გამოუსწორებელ მდგომარეობაზე ესაუბრება.ეუბნება,რომ მისი ბავშვური სული ვერა და ვერ გაიზარდა.რომ ეს მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ დაუდგენელია და ასეთი რამ ჯერ მის თვალთაწირს არ სმენია...
თეჰიონს ეს სულელური დიაგნოზები ათასჯერ აქვს მოსმენილი,მაგრამ იმედს არ კარგავს.ალბათ,მოსწონს კიდეც ის უცნაური,პატარა არსება,რომელსაც ბავშვობაში იცნობდა..
- შედი თეჰიონ,ოღონდ გახსოვდეს,დიდ ხანს არ გაგაჩერებს!
თრჰიონმა უბრალოდ თავის დაკვრით ანიშნა ინფორმაციის მიღება და პალატის კარი მოკრძალებით შეაღო.
- ნანია,ჩემო პატარავ,აქ ვარ.მხედავ?!მოვედი.
პატარა სხეული ისევ ფანჯარასთან ზის,როგორც ადრე და ფრთხილად იყურება.
- თეჰიონ?!ვიცი,გხედავ და გიცანი.მე ყოველთვის არ მავიწყდება ყველაფერი.
- ვიცი,ნანია და ამიტომაც დავდივარ შენთან,ამიტომაც მაქვს შენი იმედი.
- მცივა,თეჰიონ
- მერე,მოიცვი რამე.გაცივდები.
არადა შენობაში აბსოლუტირად არ ცივა..
- არა,თეჰიონ,შენ არ გესმის.ვკანკალებ გესმის?მეშინია.მეშინია,რომ მოვლენ და ისევ წამიყვანენ.ისევ დაიწყება ომი.ისევ წამართმევენ ჩემ სამყაროს.ყვავილებს დაგლეჯავენ და წაიღებენ.აი ეს ფანჯარა-ხელი სარკმლისკენ მიაქვს-ეს არის მთავარი.ის ავალებს ამ ხალხს,რომ მზე არ შემოუშვან და აქ გამგუდონ მთელი ცხოვრება.

YOU ARE READING
Together with me
Romance-და თავად რას ფიქრობთ სიყვარულზე, ბატონო ჯონ? -იმას, რომ ის ახლა ჩემ წინ არის...