დამთხვევების გჯეროდეთ,ის ზეცაშივე გადაწყვეტილია!
- ნამჯუნ,მეძახდი?
- შემოდი,თეჰიონ,შემოდი.მალე ჯეონიც აქ იქნება.
- ჯეონი?ჯონგუკი?
- დიახ,ჯონგუკი.თქვენ ორს ერთობლივად უნდა დაგელაპარაკოთ.მნიშვნელოვანი შემოთავაზება მაქვს.
სიტყვის დასრულება და კარის სწრაფი გაღების ხმა ერთი იყო.
მაღალი სხეული გაკვირვებული შესცქეროდა,ჯერ ნამჯუნს და შემდეგ მისთვის ყველაზე სასურველს.
- მობრძანდი,ჯეონ.
- მოხდა რამე?
- არაფერი,ჯონგუკ,გარდა იმისა,რომ თქვენ ორს გაგიმართლათ.ამ ჩაკეტილი სივრციდან მალე გახვალთ და ნამდვილ სამოთხეს მოინახულებთ დედამიწაზე.
- ნუთუ?
- დიახ,დიახ შვეიცარია სწორედ თქვენნაირებისთვის არის შექმნილი.არა პარიზი,ბრაზილია,შვედეთი,სწორედაც შვეიცარია.
თეჰიონს შვეიცარიის ხსენებაზე თვალები გაუბრწყინდა.უკვე რამდენი ხანია მის თოვლიან ქუჩებს და დიდრონ მთებს ხატავს.
- შვეიცარიაში,ბერნიში მიფრინავთ ხვალ საღამოს.იქაურ უნივერსიტეტებს უკვე შევუთანხმდი და სემინარს ჩაატარებთ ხელოვნების და ლიტერატურის განხრით.ერთობლივი ლექციები გექნებათ და ამ ორი მიმდინარეობის განხრა უნდა შეძლოთ და სტუდენტებს ჩვენი ქვეყნის სახელი დაამახსოვროთ.ეს მნიშვნელონად ხელს შეუწყობს ჩვენსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობას.
- რამდენ ხანს მოგვიწევს დარჩენა?
- დაახლოებით,ერთ კვირას გასტანს თქვენი უცხოეთში ვიზიტი.თუ მეტი კითხვა არ გაქვთ,თავისუფლები ხართ.ტურის სიას და თქვენს განრიგს ელექტრონულად გამოგიგზავნით.
წყვილი ერთდროულად ტოვებს კაბინეტს და ჩუმად მიუყვებიან დერეფანს.

YOU ARE READING
Together with me
Romance-და თავად რას ფიქრობთ სიყვარულზე, ბატონო ჯონ? -იმას, რომ ის ახლა ჩემ წინ არის...