თავი 6

364 37 2
                                    


- თქვენ იცით ყოფიერების საიდუმლო რაში მდგომარეობს?

ლექტორის მიხვრა-მოხვრა საუბრის დროს დამახასიათებელი იყო,მაგრამ დღეს ნელი სვლით იწყებს,ალბათ ბევრი დაუგროვდა მოსაყოლი...

- ვარდის ფურცლიდან ნაზად ჩამომავალი წლის კამკამა,გამჭვირვალე წვეთების მიმოსვლას,თან ერთვის მისი ჩუმად გასაგონი საუბარი.მას ისეთივე სუფთა აზრები აქვს,როგორც გამოიყურება.აქ ვარდის აღნაგობაზე არ მაქვს საუბარი.ვარდი კოხტაა და ამპარტავანიც.ის განებივრებული დიდებულების ქალბატონებს მაგონებს,რომლებიც ოქრო-ვერცხლით ქარგავენ საწოლის კიდეებს.ბრძანებას აძლევენ გლეხის ქალებს და თავმომწონედ იცვამენ,ისე,რომ ყველას მათი მიბაძვის სურვილი უჩნდებათ.როგორც ვარდის ქალბატონები გააკეთებენ,ისე მოისხამენ შალს გლეხის ქალებიც...აქ მთავარი წყლის წვეთის უმანკოებაა.,,წყლის ფიქრს''ვეძახი კამკამა წვეთებს.ყოველი ახალი ფიქრის დროს წყალს ერთი წვეთი ცვივა და სამყაროზე ახალი ფიქრი ჩნდება.ეს ფიქრი უმანკოდ მხოლოდ ლილიებს ეცემა.ლილიები ის ადამიანები არიან,რომლებმაც ახლა დაიწყეს ფიქრი.ბავშვურები და ლაღები,უბოროტოები და უბრალონი.მოკრძალებულად ჩაცმულნი,ლამაზი ღიმილით.ეს ადამიანები ჩვენზე ფიქრობენ,ჩემზეც და თქვენზეც.შემდეგ სარკეში იხედებიან და ჩვენ გვხედავენ,ანუ-ბოროტებას.ეს მათთვის იმდენად უხცოა,რომ ეშინიათ და სარკეს უმალ შორდებიან.არადა როგორი ლამაზები არიან,როგორი ღიმილი აქვთ.მთელი სამყარო ჩანს მათ თვალებში.სიარულით სწრაფად დადიან,მოზღვავებული ბედნიერების გამო.ამ ბედნიერებას კი სხვებს უყოფენ,მათი ღიმილით.ლილია ადამიანები თავისი წვეთითაც კი ლამაზები არიან.მათ სათანადოდ ვერ ვაფასებთ.არ ვუსმენთ და შემდეგ მათ წვეთებს ფრთხილად ვაშორებთ,ჩვენი ცრემლებით.ისინი თქვენს გარშემო არიან,მართალია სულ ორიოდე მოიძებნება,მაგრამ თქვენ იპოვით ან ერთი ადამიანისგან ლილიას ამოქარგავთ.ლილიებს,რომლებსაც ჯერ კიდევ წყლის წვეთები აქვთ შემორჩენილი-გაუფრთხილდით.ისინი სამყაროს უსათუო ანგელოზები არიან....

ბატონი თეჰიონი აღელვებული,კმაყოფილი სახით ასრულებს და დარბაზს დინჯად,ჩვეული ჩაფიქრებით ტოვებს...

Together with meWhere stories live. Discover now