თავი 13

648 31 24
                                    


ნეტავ გენახათ,რა საამურია ისეთ სემინარზე ჯდომა,სადაც ლიტერატურისა და ხელოვნების ერთობლივი შერწყმა ხდება.

თქვენ ხომ იცით ვისზეც გესაუბრებით?!

შვეიცარიაში ჩამოსულ ორ ახალგზარდა ყმაწვილზე,რომელთა ფარული გრძნობების ღია გამოაშკარავება მოხდა და მათთვის რომ გეკეთხათ,მთელ დღეს ერთმანეთის ყურებაში გაატარებდნენ,მაგრამ ვაი,რომ ის საქმე ეძახდათ,რომლისთვისაც გამოგზავნეს და მერწმუნეთ,არ იყო ადვილი ერთმანეთთან ასეთი უხერხული აურით წარსდგომოდნენ სტუდენტებს,რომელთა სიმრავლეც გაგაოცებდათ.

აი,რა მოხდა სემინარზე...

ორი მამაკაცის კარში გამოჩენა და სტუდენტების გაოცებული მზერის თანხლება ერთი იყო.

რა თქმა უნდა,ისინი რუტინულად მიჩვეულები არიან ერთი და იგივე სახეების ყურებას და სიახლე მათთვის განუზომლად უცხო იყო.

- თქვენ ვინ ხართ?

აი,გაოცებისგან გამოწვეული სიტყვებიც

- მოგესალმებით,სტუდენტებო!მე ბატონი ჯეონ ჯონგუკი გახლავართ-ლიტერატურისა ფილოსოფიის აქტიური მოძღვარი,ეს კიდევ ბატონი კიმ თეჰიონია-ნამდვილი ხელოვანი და ასევე ფილოსოფოსი.ჩვენ დამატებით ლექციად ერთობლივ შემეცნებით გაკვეთილებს ჩაგიტარებთ და შევეცდებით,ეს ორი სფერო სასიამოვნოდ დავაკავშიროთ ერთმანეთთან.იმედი მაქვს,თავს არ შეგაწყენთ.

მონოლოგს სასიამოვნო ღიმილით ასრულებს და ცალ თვალს უმცროსისკენ აპარებს,რომელიც მაშივნე არიდებს თვალს.უფროსი ამაზეც ჩაცინებით პასუხობს.

ახალი სახეების ჩამოჩენის ემოცია სტუდენტებს შორის განსხვავებული იყო.ვინც ლიტერატურას და ხელოვნებას წყალობს,ისინი კმაყოფილები შესცქეიან ახალ სახეებს,ხოლო ვინც სიზმრების სამყაროდან გამოაფხიზლეს-ის უკმაყოფილოზე-უკმაყოფილოა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 09, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Together with meWhere stories live. Discover now