თავი 5

360 39 3
                                    

დაღამდა,მაგრამ ეს დასასრული არ არის...

ისტორია სრულდება,მაგრამ შენთვის არა!

კვდები,მაგრამ ვიღაცისთვის არა.

თავს იგუდავ,ოღონდ შენთვის არა!

წერ,თუმცა სხვისთვის არა!!.

**

მოსაღამოვდა...წერისთვის საუკეთესო დროა.ავტორთა შემოქმედებას საფუძველი ედება.მთვარე ანათებს.მზე დიდი ხანია აღარ...ფანჯრიდან ვიხედები,ვარსკვალვებს ვხედავ,თუმცა ისე აღარ ანათებენ.დილითაც დავინახე ერთი-ორი ვარსკვლავი.გეცინებათ?ალბათ თვლით,,გიჟიაო''.იფიქრეთ.ტრაგედია ის კი არ არის დღისით ვარსკვლავები რომ დაინახო,არამედ ის,ღამე რომ ვერ დაინახო.ან დაინახო და დაგაბრმავოს.ვარსკვლავები ამქვეყნად ყველაზე სასტიკები არიან.ისინი მიმართულებას გვიჩვენებენ,მაგრამ ყოველთვის არასწორი გზისკენ.თუ არ გჯერათ ვარსკვლავებს,მიყევით და დაინახავთ.

მაგრამ,ლურჯ ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავები ყველაზე კარგია ამ ქვეყნად...

......

იმ ადამიანის ცხოვრება,ვინც ხალხს საუკეთესოდ აჩვენებს თავს,ყველაზე რთულია.რა საზარელია იმის წარმოდგენა,თუ დღეს ვის უნდა აჩვენო თავი იდეალურად.არ შესცოდო და თან ამ სამყაროში გადარჩე.სწორად შერჩეული ცოდვა ადამიანის ხსნა ნამდვილად არ არის.ხო,მე იმ ადამიანებს მივეკუთვნები ვინც ამბობს, თუ ცოდვის ჩადენა ბედნიერს გაგხდის,დაე აღსრულდეს შეცოდვა.

საზარელია იმის წარმოდგენაც,რომ ყოველ დილით უნდა ადგე და ის ნიღაბი მოირგო,რომელიც ხალხს უყვარს.მუდამ მომღიმარი და უდარდელი.ლაღი და ცხოვრების მოყვარული.სამყაროს კეთილშობილი არსება.ისეთი, ღმერთების ტყუილი ხელის გასვრა რომ არ იქნები.


მთელი ამ პროლოგის შემდეგ,მინდა ვიღაცის წარსული დაგანახოთ და ნახავთ,რომ ადამიანები რთული არსებები ვართ...

FLASHBACK

- თეჰიონ,შეხედე,ნახე როგორ ბრწყინავს-ქალი ბავშვური ღიმილით მის საყვარელ მეუღლეს ვარსკვლავებზე მიუთითებს,რომელიც მთვარესთან ერთად ამშვენებს დედამიწას.

- ხო,საყვარელო,ლამაზია.-მაღალი,დიდრონი გარეგნობის მამაკაცი ქალს მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა.

- რატომ ხარ ასეთი სიტყვაძუნწი?თუმცა,რატომ გსაყვედურობ,მე ხომ ასეთი შემიყვარდი.

- მე კი ყველანაირი მიყვარხარ,ნანია! იმდენად მიყვარხარ,რომ მზად ვარ იმ ვარსკვლავებიდან ერთ-ერთი შენ გაჩუქო.

- მართლა?-მეამიტმა,ბავშვური სულის პატრონმა ქალმა,გაოცებით წამოიყვირა.

- ჰო,მართლა.მიდი ამოირჩიე,შენ თვითონ ამოირჩიე...

ქალი ფიქრობს,ნიკაპს იზელს მონდომებით.

- თეჰიონ,აი იის.

- შენია,საყვარელო,ის დღეიდან შენ გეკუთვნის.

ქალი გახარებული მივარდა მეუღლესთან და დიდხნიანი ჩახუტებით დაასაჩუქრა.თურმე რა მარტივია ადამიანის გახარება,ჩვენ კიდევ არარსებულში ვეძებთ ბედნიერებას.მართალია ნანიას სული სხეულს ვერ ასდევს გაზრდაში,მაგრამ მისი ეს სურვილი ყველა ჩვენგანს გაახარებდა.ხო,ნანია სხეულს ვერ ასდევს.სხეული მიდის,ცხოვრებას ნახულობს,მაგრამ სული ვერა.სხეული მძიმდება,სცოდავს,მაგრამ სული ისევ ისეთი წმინდაა.ეს იყო ნანიას ის თვისება,რომელიც თეჰიონს ასე უყვარდა...

end of flashback

თეჰიონი ისევ ორ მოკაშკაშე ვარსკვლავს უყურებს ლურჯ ცაზე და იცის,რომ ეს ორი მისი ცხოვრების მანათობელი გზაა.

ოღონდ,ორივე არასწორი...

__

ეს,ალბათ ის თავია,რომლის გამოქვეყნებაზეც ყველაზე მეტი ვიყოყმანე.არ ვიცი,მოგეწონაბათ,თუ არა.მაგრამ,ყველაფრის მიუხედავად დააფიქსირეთ თვენი აზრი^=^თითოეულის კომენტარი მნიშვნელოვანია <33

Together with meWhere stories live. Discover now