უნივერსიტეტში მაღალი ტემტერატურაა.გაზაფხული მოვიდა და თავის სითბოს ცოდვილებსაც უყოფს.ის ადამიანებს არ ანსხვავებს.ციხეში სარკმლის არსებობაც მზის დამსახურებაა.მან აიძულა ჯალათებს ადამიანური მოპყრობა.!
ჯეონ ჯონგუკს უყვარს მზე.ყვავილები.თეჰიონი...
ჯანდაბა,თეჰიონი.
თითქმის დამავიწყდა მასზე ისტორიის მოყოლა.მართალია მზე ჩემთან არ ანათებს,მაგრამ ოდესღაც ხომ იყო...ხოდა ამ ორმა მიჯნურმა რა დააშავა.
ლექციის შემდეგ,თეჰიონი მძიმე ნაბიჯებით მიდის უნივერსიტეტის კაფეტერიამდე.ერთ შაქრიან წყალს და ფუნთუშას იღებს და თან მიდამოს თვალს ავლებს.ხედავს ჭორაობაში რიგიანად გართულ კოლეგებს,ზოგი იცინის,ზოგიც ბრაზობს,ზოგიც მარტოა.მაგრამ,სილუეტს ის ერთი არსება ხვდება,რომელსაც თეჰიონი ყველასგან გამოარჩევს.ჯეონ ჯონგუკი.ავოკადოს ჩაით ხელში წიგნის კითხვით გაყავს დრო.,,დამოუკიდებელი გონების ღმერთი'',მისი ნამოწაფარის თხზულება...
თეჰიონი ნელი ნაბიჯით უახლოვდება კითხვაში გართულ კოლეგას და ბევრი რევერანსის გარეშე მოპირდაპირე სკამზე იკავებს კუთვნილ ადგილს.
- მოგესალმებით,ჯეონ ჯონგუკ!
ჯონგუკი ამ ხმას ცნობს.ანგელოზი.
- კიმ თეჰიონ,ცოტა არ იყოს შემაშინეთ.
- მაპატიეთ,მოულოდნელად გამოჩენა მიყვარს.
- მაგაში ვერ შეგეწინააღმდეგებით.
თეჰიონი ამ რეპლიკას აიგნორებს და აგრძელებს.
- იცით,დაგინახეთ,რომ პარტნიორის გარეშე იყავით და გადავწყვიტე შემოგიერთდეთ.
- მოხარული ვარ.თქვენზე კარგ კომპანიონს ვერც ვიპოვიდი.
- ვფიქრობ,გინდოდათ გეთქვათ-მეწყვილე
- როგორც იტყვით.
- ბოლო ლექციიდან ახლა გამოვედი.ვხედავ თქვენც უსაქმოდ ხართ,ამიტომ გამიხარდება თუ სადმე გავაგრძელებთ ავოკადოს ჩაის დაგემოვნებას.
أنت تقرأ
Together with me
عاطفية-და თავად რას ფიქრობთ სიყვარულზე, ბატონო ჯონ? -იმას, რომ ის ახლა ჩემ წინ არის...