თავი 3

472 47 12
                                    

დღეს რთული დღე იყო...თითქოს დაღლილობამ შემომიტია,მაგრამ ერთი ორი სიტყვის ჩაწერა მინდა ჩემს ბლოკნოტში. იმ ორი მამაკაცზე, ამასწინათ რომ გიყვებოდით. ცოტა რთულ გზაზე შევაჩერეთ წერა, მაგრამ მოთმენა გევალებათ. მერწმუნეთ, მკითხველის როლი უფრო დამღლელი და სგევალებათ ვიდრე თავად მწერლის...

(AV.POV)

მაღალი სხეული ჯიბეებში ხელებ ჩალაგებული მიიწევს ქალაქის ქუჩებში. კიმთან დღევანდელმა საუბარმა ძალიან დაღალა.თითქოს აპირებდა ეთქვა ' დიახ, მე თქვენ მიყვარხართ, გამაგიჟეთ, ცხოვრება ამირიეთ' და სხვანი, მაგრამ, ვერ შეძლო. ვერ შეძლო თეჰიონთან საკუთარი გრძნობების აღსარება ჩაებარებინა. არა, ნუ გაამტყუნებთ, თუ შეიძლება. ბატონი ჯონგუკი, თეჰიონზე პირველივე შეხვედრის დღიდან არის შეყვარებული და ლოგიკურიც არის მის გრძნობებს ასე რომ უფრთხილდება .თითქოს დარწმუნებული იყო, რომ ქალების მიმართ ლტოლვას შეეჩვეოდა და თავად ქალებზე გადაიტანდა მთელ ყურადღებას, მაგრამ, ვინ ეკითხებოდა ჯონს. ჰო,ეს ასე უბრალოდ მოხდა.აი ასე, გამოჩნდა კიმ თეჰიონი, ლამაზი კულულებით და სახატავი ფუნჯებით და დაიწყო ლიტერატურის ქადაგება ქალაქის უნივერსიტეტში. კარგად ახსოვს ჯონგუკს ის დღე, როცა პირველად შემოაღო კიმმა კაფეტერიის კარი. იმდენად სუსტი არსება იყო, გეგონებოდათ ისევ ღრუბლებზე დადისო. ყავისფერი, მასიური პიჯაკი ეცვა და მასთან სწორად შეხამებული ბარხატის შარვალი. ყელზე აბრეშუმის, ღია მოყავისფრო ყელსახვევი შემოეხვია და ამით დიდად კმაყოფილი ჩანდა. როგორი ლამაზი იყო, როგორი მშვენიერი...

ჯონს იმ დღიდან თავდავიწყებით შეუყვარდა თეჰიონი. მერწმუნეთ, ნებისმიერ კლასიკოს მწერალს რომ ენახა ჯონის თვალები სატრფოსთან ცქერის დროს, მაშივნე საუცხოო ჩანახატს გვაჩუქებდა. ასევე იქნებოდნენ მხატვრებიც, რომლებიც ასე ძალიან უყვარდა თეჰიონს...

ამ ფიქრებით მიიწევს ჯონგუკი ოდნავ დანამულ ასფალტზე. მოგონებების გახსენებაზე დანამულ თვალზე პატარა ნაოჭი გაუჩნდებოდა ხოლმე. ბაგეზე წამიერი ღიმილი ურბენს, შემდეგ უეცრად იბნევა ,როდესაც ვიღაცის დამაყრუებელი ყვირილი ისმის...

Together with meWhere stories live. Discover now