ჯონგუკმა და თეჰიონმა მარადიულად რომანტიკული მოგზაურობა გააჩაღეს შვეიცარიის დამაბნეველ ქუჩებში.
ქალაქში ჩასვლისთანავე,ბუზღუნა თეჰიონი ჯონგუკს მოსვენებას არ აძლევს და ამაყი სახით ეხვეწება,რომ რაც შეიძლება მალე დაათვალიერონ თეჰიონის აჩემებული კრამგაზის ქუჩა.ჯონგუკიც,რა თქმა უნდა,თეჰიონის დაჟინებულ მოთხოვნას ვერ უძლებს და დასვენების მინიმალურ შანსსაც ჯანდაბაში უშვებს.
კრამგაზის ქუჩა ნადვილი საგანძურია დედამიწის ადამიანებისთვის.ბერძნულ-გერმანულ სტილში გაფორმებული ქუჩები,რომელსაც შადრევნების და მუზეუმებიდან გამოსული ექსპონატების საუბარი ახლავს თან,ნამდვილად სასიამოვნო სანახავი იყო.
თეჰიონს და ჯონგუკს ამაყად დასცქეროდა აფროდიტე,რომელიც ანადიომენეს სიყვარულის დამაბრმავებელ შტრიხებზეუყვებოდა და პატარ-პატარა მსგავსებებიც დავინახეთ,აფროდიტეს შექმნილ სიყვარულის გამოვლინებებსა და წყვილის მედიდურ მზერაში,თუ როგორ მორცხვად გააპარებდნენ ხოლმე თვალს,ერთმანეთის ღრმა თვალებში.
პოსეიდონი ნაზად ეჩურჩულება,შადრევნიდან გადმოსული წყლით წყვილს და ამით გამოწვეული კმაყოფილებით,დემეტრას გამარჯვების მზერას სტყორცნის.
დემეტრა-ბედნიერი აყოლებს ნაბიჯებს წყვილს და სანახაობით ტკბება.მათ ფეხქვეშ მიწას ჰაერის ნაკადად აქცევ და ღმერთებს ილუზიას უქმნის,თითქოს ეს ორი ახალგაზრდა ზეციური დანაკარგი იყოს.
აპოლონი მათ გამჭოლ მზერას სტყორცნის და კმაყოფილი ახსენებს თავის წინასწარმეტყველებას,იქ შეკრებილ საზოგადოებას.
ათენა ქანდაკებების გალობის დამწყებია.
მხარს უბავს ჰეფესტო.
არტემიდე მთვარის შუქს ლანდავს წყვილის თავზე,მიუხედავად იმისა,რომ ჯერ აპოლონის ჯერია.

YOU ARE READING
Together with me
Romance-და თავად რას ფიქრობთ სიყვარულზე, ბატონო ჯონ? -იმას, რომ ის ახლა ჩემ წინ არის...