-იმდენი რამ გადავიტანეთ ერთად
ვთქვი და მას შევხედე, მას ჩემი ხელი თავისაში ჰქონდა მოქცეული და მეფერებოდა
-მაგრამ ისევ ერთად ვართ, სამწუხაროა რომ არ შემიძლია ბოლომდე მივანიჭოთ ორივე ჩვენგანს ბედნიერება. მე სამარადისოდ მინდა შენთან ყოფნა
-ჰარი რის თქმას ცდილობ? შენ არ დამტოვებ. ვიცი რომ ამას არ გააკეთებ, უშენოდ მოვკვდები
-ამას ნუ ამბობ შენ უნდა იცოცხლო აუცილებლად. სამყაროს შენი სახით ხომ უნდა ჰყავდეს ანგელოზი?
გამიღიმა და ცხვირზე თითი ჩამომკრა
-მოდი ჩემთან
მითხრა და გულში ჩამიკრა.
-ჰარი ხომ არასდროს მიმატოვებ?
გავსწორდი და თვალებში ჩავხედე.
გთხოვ, გააკეთე რამე.
მან თავი ჩახარა შემდეგ კი ჩამქრალი თვალებით ამომხედა.-იცი მეშინია ელ
გაბზარული ხმით მითხრა და თითებით დამიწყო სახეზე ფერება
-მეშინია რომ ისევ ტკივილს მოგაყენებ, მეშინია რომ შენს გულს ზიანს მივაყენებ
თავი ისევ ჩახარა და ხელები უიმედოთ დაყარა
-ჰეი ჰეი შენს სულ ჩემთან იქნები გასაგებია
მისი თავი ჩემს ხელში მოვიქციე და ტუჩებზე ვეძგერე. ბედნიერებაა, ეხებოდე იმის სხეულს რომლის სულიც სიგიჟემდე გიყვარს, ბედნიერებაა.
ჰაერი როცა არ გვეყო, ტუჩები მოვაშორე.
-გახსოვს, ერთხელ სააბაზანოდან რომ გამოხვედი რამხელა ხმაზე იყვირე იქ მე რომ დამინახე
უკან თავი გადააგდო და გაიცინა
მეც გამეცინა-კარგი რა ჰარი, ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს
-მაშინაც უხერხულად გრძნობდი თავს როცა ჩემი ენა შენს ენასთან ერთად მოძრაობდა? მაშინაც რომ ნახევრადშიშველი იწექი ჩემს ქვემოთ?
YOU ARE READING
ოცნება მზის სხივზე (დასრულებული)
Hayran Kurguმივდივარ.. უსასრულობას ვთელავ ფეხქვეშ, მივუყვები ნორჩ ბილიკს რომლის ეპილოგში ბედნიერება მელოდება. მივდივარ.. წყვდიადს მთელი ძალით ვხანჯლავ და მთელი ჩემი სიძლიერით მივიწევ წინ. მე მზეს მივყვები, მე ის მიყვარს. დიახ, მე ჰარი მიყვარს.