DAY 3.

509 75 47
                                    

არც ერთ ექიმს არ გააჩნია დაქანცული სხეულისა და გატანჯული სულის სამკურნალოდ ისეთი წამალი, როგორიც იმედია.

და რამდენადაც არ უნდა ეცადა თეთრთმიანს საკუთარი ემოციების კონტროლი და მათი ყველანაირად დაბლოკვა, მაინც ვერაფერს გახდებოდა. იმედი გულში მცხოვრები ფრთიანი არსებაა, რომელიც უსიტყვოდ მღერის და არ ჩუმდება.
იუნგი, მას ვეღარ შეეწინააღმდეგებოდა.

მტკიცებულებები მოღვაწეობის ძირითადი აუცილებლობაა, თუ თეორია არასწორია, პრაქტიკაც არ შეიძლება იყოს სწორი. მან მტკიცებულება უკვე მოიპოვა, თანაც იმაზე დიდი ვიდრე წარმოედგინა. მართალია, მინს ჰქონდა ეჭვები, რომ არსებობდა შესაძლებლობა უცნობი ბიჭი მისი შთაგონების წყარო ყოფილიყო, მაგრამ შეხვედრიდან პირველივე დღესვე ასეთ შედეგს არ ელოდა.
ერთია, როცა ფიქრობ და მეორე- როცა რწმუნდები შენი ფიქრების მართებულობაში. იუნგი უკვე ბოლომდე იყო დარწმუნებული. ნაადრევად არ გაიხარებდა, მეორედ ამ შეცდომას აღარ დაუშვებდა, მაგრამ მას მიეცა იმედი ყველაფრის გამოსწორებისა.

ძალიან ძნელია აიძულო თავს, რომ ილაპარაკო, უფრო ძნელია აიძულო დუმილი, უფრო ძნელია აიძულო ფიქრი, მაგრამ ყველაზე ძნელია აიძულო გრძნობა. თეთრთმიანი გრძნობდა, რომ მოცეკვავეს ჰქონდა რაღაც ისეთი, რაც მას დაუბრუნებდა საკუთარ შესაძლებლობებს, ფერფლიდან აღადგენდა.

პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და რამდენად რთულიც არ უნდა ყოფილიყო ეს, დაწყებული უნდა გაეგრძელებინა. წინა დღიდან ყველაფერი ფრაგმენტებად ახსოვდა, თითქოს რეალობაც კი არ ყოფილა.

ფიქრობს მოცეკვავეზე და გონებამ უკვე იცის, რაც უნდა შექმნას. ის ჩვენი საუკეთესო გრძნობების ჯამს წარმოადგენს, მაგრამ მხოლოდ ფიქრი არ კმარა, ნამდვილად არ კმარა.

თეთრი სხეული მოკუნტული იჯდა საკუთარ სტუდიაში და ისევე, როგორც ყოველთვის, ამ სამყაროსთან ყოველგვარი კონტაქტი გაეწყვიტა. ღამე აქ გაათია, უმეტეს შემთხვევაში სულ ასე იყო. თავს ამ ოთახში ყველაზე კარგად გრძნობდა და იცოდა, ეს არასდროს შეიცვლებოდა.

24 Days.Where stories live. Discover now