DAY 17

148 16 24
                                    

,,ხელოვნება იწვევს საიდუმლოებას, რომლის გარეშეც სამყარო არ იარსებებდა."

 

  რა არის ის, რაც კაცობრიობის შექმნის დღიდანვე არსებობს, არ გააჩნია დრო, საზღვრები, ენა, სქესი, ეროვნება და მხოლოდ ემოციის ჯაჭვით გადაეცემა ერთიდან მეორეს. სადაც და რა დროშიც არ უნდა ეცხოვრა ადამიანს, თავისი განვითარების განთიადზე ცდილობდა მის გარშემო არსებული სამყაროს გააზრებას, მიისწრაფოდა ჩაწვდომოდა ჩაუწვდომელს, განეცადა-განუცდელი, ამოეხსნა-ამოუხსნელი. ცდილობდა გასაგებად გადმოეცა მიღებული ცოდნა შემდეგი თაობებისათვის. ასე წარმოიშვა ის, რაც ჩაუნაცვლებელი, უკვდავი და  შემოქმედია.

ხელოვნება.

 

   იმისათვის, რომ ცხოვრებას ხალისი შევმატოთ და თავიდან მონიტონური ყოფა ავირიდოთ, ოქროს შუალედია საჭირო. რამდენად დიდიც არ უნდა იყოს სურვილი, რომ მუდამ კარგად, დაბრკოლებების გარეშე ვიცხოვროთ, ყველამ კარგად ვიცით, ადამიანი არ დაბადებულა ერთფეროვნებისთვის და რა მნიშვნელობა აქვს, ეს ერთფეროვანი ცხოვრება ნათელი იქნება თუ ბნელი? ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ მხოლოდ ბედნიერებას, ან, პირიქით, უბედურებას. ორივე შემთხვევაში შედეგი დამღუპველია, რადგან ცხოვრება ინტერესს კარგავს, ხვალინდელი დღის მოლოდინი ქრება. აღმართს დაღმართი უნდა მოჰყვებოდეს, დაღმართს-აღმართი, ესაა ერთადერთი რელევანტური კანონზომიერება.

  ნახშირით მოთხვრილი ბიჭი, რომელიც სასწავლებლიდან გამოზიდულ ნახატებს ახარისხებდა ოთახში, თავს სწორედ ამით იმშვიდებდა. რაც არ უნდა ცუდი რამ გადახდომოდა თავს, მყარად იდგა იმ აზრზე, რომ ყველაფერი რაღაც მიზეზით ხდება, მაშასადამე, რაც მოხდა, თუნდაც ძალიან ცუდი, უნდა მომხდარიყო. მისი ვარაუდითა და დაკვირვებით, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აუცილებლად მოხდებოდა რაღაც ისეთი, რაც უკვე მომხდარ ფაქტს უკეთესობისკენ შეცვლიდა. მხოლოდ ღრმად ჩაისუნთქავდა, საკუთარ თავს შემოსძახებდა: ,, გამაგრდი, ჯონგუკ-ა, წინ უკეთესი დღეები გელოდება." და ასე გადიოდა დღეები, თვეები, წლები. მაგრამ ზოგჯერ, როცა საქმე ყველაზე ძვირფასს ეხებოდა, იმდენად დიდი შიში იპყრობდა, რომ თავის მოთოკვა უჭირდა, არადა, საყვარელი ჰიონისგანაც მუდამ ის ესმოდა, რომ ყველაზე მიზანდასახული და ნიჭიერი ადამიანი იყო, ვისაც კი აქამდე შეხვედრია. ალბათ, მიზნად გადაქცეული ოცნების შესრულებისკენ მიმავალი გზა პათეტიკურ ადამიანად გაყალიბებს, ან ზედმეტ სენტიმენტალიზმს გიბოძებს საჩუქრად. თითქოს კარგად იყო, თან - არ იყო, ვერ ხვდებოდა რა მოემოქმედებინა. საკუთარი ნამუშევრების ოთახში გამოკვრა გადაეწყვიტა, რათა მათზე დაკვირვება შესძლებოდა, ოღონდ მხოლოდ გადარჩეულები გაიმეტა საამისოდ, ისინი, რომლებიც მასწავლებელმა უმაღლეს ქულებად შეუფასა. თავში ერთი დიდი ქაოსი ჰქონდა, მხოლოდ ჭიკარტების იატაკზე დაცვენის ხმამ შეაფხიზლა ოდნავ. ჩუმად შეიკურთხა და მუხლებზე დაჩოქვით თითოეულის აკრეფა დაიწყო, თან ბოდიშებს უხდიდა მოუფრთხილებლობის გამო. უსულო საგნებთან საუბარი მისი ის ჩვევა იყო, რომელიც იუნგის ყველაზე მეტად უყვარდა. რამდენად სასაცილოც არ უნდა იყოს, ამ დროს უფროსი მასში ყველაზე დიდ გულწრფელობას ხედავდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 12, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

24 Days.Where stories live. Discover now