- ბოლო ხანებში შენს სახელზე იმაზე მეტს ვფიქრობ, ვიდრე ჩვეულებრივ. - წითელთმიანს ხელებში შემთხვევით ნანახი წიგნაკი მოექცია, რომელიც სავსე იყო ცარიელი ფურცლებით, შიგ კი ხატვა დაეწყო.
- რატომ ფიქრობ იმაზე, რაზე ფიქრიც შედეგს არ გამოიტანს. - მინი ბიჭის ხელის მოძრაობებს აკვირდებოდა. ისე ჩანდა, თითქოს, იმდენად იყო ამ ფურცლებით გართული, იუნგის სიტყვები ვერც კი მიაღწევდა მის ყურებამდე, მაგრამ როგორც უკვე ითქვა, ეს მხოლოდ ასე ჩანდა.
- შენ ძალიან ჯიუტი ხარ, ძალიან ჯიუტი. - თეთრთმიანს თვალებს ისევ არ უსწორებდა, მხოლოდ მის დუმილს უგდებდა ყურს, რომელიც საკმაოდ გაიწელა. - სასაცილოა, ლაპარაკისთვის ბევრი დასჯილა, დუმილისთვის კი არავინ.
- ჯიუტად ის არ მაქცევს, რომ ჩემი სახელი არ იცი.
- და ეს საერთოდ ნორმალურია? მე გითხარი საკუთარი!
- და გთხოვე?
- შენ... შენ! იცი, რომ ჭკვიანური პასუხები ახალ კითხვებს არ უნდა ბადებდნენ? პირიქით, მათ სრულიად უნდა ამოწურონ ისინი. შენ კი..
- ჭკვიანი არასდროს ვყოფილვარ. - მთელი ემოციებით მოსაუბრე ბიჭს მოკლედ მოუჭრა. უკვე მოცეკვავის გაფართოებული თვალები იყო ის ერთადერთი, რაზეც მთელი ყურადღება მიეპყრო. როგორ უნდა ეღიარებინა, მაგრამ საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა ამის ხილვა.
- ვფიქრობ, ძალიან ლამაზია. - რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ჰოსოკის ხმა ოთახში ექოდაც კი გაისმა. ან მხოლოდ იუნგისთვის ჩანდა ასე.
- რა?
- შენი სახელი. - თვალებში თეთრთმიანს ღიმილით უყურებდა, და მიუხედავად იმისა, რომ არ შეეძლო სახეზე მისი ემოციების წაკითხვა, თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მისმა სიტყვებმა მუსიკოსზე რაღაც გავლენა მაინც მოახდინა.
- ზოგჯერ ჩუმად ყოფნა უნდა ისწავლო.
- რატომ? ასე არ არის?