DAY 10.

342 53 72
                                    


-ყველაფერი დღის სინათლეზე გამოაშკარავდება, იუნგი.
-შენ ის ძალიან გიყვარს.

  
  ***

შეჩვევა ზედმეტად ხანგრძლივი და რთული პროცესია, მეტად უცნაური. ზოგჯერ არასასიამოვნო, მტკივნეული, გაუსაძლისი, მაგრამ არის შემთხვევები, როცა რაღაც სრულიად ახლის, ფერადის საწყისად იქცევა.

იმდენად ყურისწამღები იყო ხმაური, რომ წამით რეალურისგან გარჩევაც შეუძლებელი ხდებოდა. თეთრთმიანი არ იყო დარწმუნებული ეს ხმა თავიდან მოდიოდა, თუ იმ კარებიდან, რომელსაც სავარაუდოდ, შტურმით იღებდნენ, მაგრამ ახსოვს, რომ  მხოლოდ ცოტა ხნით გადაწყვიტა ძილს მისცემოდა და როგორც ჩანს, დრო ვეღარ მოზომა.

ჯერ კიდევ თვალდახუჭული გადაწვა საწოლის მეორე მხარეს და ყურებზე დიდი ოხვრით  გადაიფარა ბალიშები. სიჩუმე უნდოდა, დაუყოვნებლივ.

აჩეჩილი თმითა და დასიებული თვალის უპეებით კიდეზე ჩამოჯდა, ლოყებსაც მკრთალად გადაჰკვროდათ ნაზი ვარდისფერი. კანის დანარჩენი ნაწილი, რა თქმა უნდა, უცვლელი იყო, თოვლივით თეთრი.
უკვე დარწმუნებით იცოდა ვინ იდგა კარს უკან და სულაც არ აღელვებდა ის ფაქტი, რომ ოდნავადაც არ ჩქარობდა.

დამთქნარებისას აცრემლიანებული თვალები მოიფშვნიტა, თმა კი ერთი ხელის მოსმით არეულად გადაილაგა სხვადასხვა ადგილას.

შიშველი ტერფებით გაუყვა დერეფანს.

და აი, ისიც.

- სამი წამი გაქვს მიხვდე, რამდენი ხანია, რაც გელოდები. - წითელთმიანი გაჭირვებით უყურებდა საათს, მხოლოდ მას შემდეგ მოაშორა მეტალის ნივთს მზერა, როცა სახელურს მიყრდნობილმა მინმა კიდევ ერთხელ დაამთქნარა. - გაგაღვიძე? - იღიმოდა.

- ფეხებით აღარ გაბედო დაკაკუნება. - ხმა საშუალოზე მეტად ჰქონდა დამძიმებული. მართალია, გაბრაზებული იყო, მაგრამ ზედმეტად დაღლილი თავის ოდნავ გასამოძრავებლადაც კი, ამიტომაც მისი საუბრის ტონი ყველაფერს ამბობდა. ჰოსოკი ვერ ხვდებოდა, მის გარეგნობაზე უნდა გადაეტანა ყურადღება, რომელსაც ასეთს პირველად ხედავდა, თუ ხმაზე, რომელიც ყოველთვის ახალი ემოციების გამომწვევი იყო მისთვის.

24 Days.Where stories live. Discover now