"არაერთგული მეგობრები მერცხლებს ჰგვანან, რომლებსაც მხოლოდ გაზაფხულზე ხვდები, ან მზის საათს, რომლისგანაც სარგებელი მხოლოდ მაშინაა, როცა მზე ანათებს."
ადამიანები შინაგანი და გარეგანი, ინდივიდუალური თვისებებით განსხვავდებიან ერთიმეორისაგან, სხვა შემთხვევაში, ერთი თარგისა არიან. გააჩნია, ვინ რა სიტუაციასა და ვითარებაში, როგორ და რანაირად გამოავლენს თავის ბუნებას, მისი არსებობის ორ საპირისპირო, მაგრამ განუყოფელ, მოუშორებელ თვისებას - სიავესა და სიკეთეს.ადამიანი მხოლოდ ლერწამია, უმწეო ლერწამი, მაგრამ ისეთი, რომელსაც აზროვნება შეუძლია. მის გასასრესად სულაც არაა საჭირო სამყაროს რისხვა: საკმარისია ქარის შემობერვა, ან წვიმის წვეთი. მაგრამ ადამიანი, თუნდაც სამყაროს მიერ გასრესილი, მაინც უფრო ღირსეულია, ვიდრე მისი გამსრესი, რადგან გრძნობს თავის აღსასრულსაც და საკუთარ უმწეობასაც სამყაროსთან შედარებით, სამყარო კი არაფერს არა გრძნობს.
ერთი მოქმედება, რომელიც ერთ შემთხვევაში დანაშაულად გამოიყურება, სხვა შემთხვევაში, შეიძლება, სულაც არ მოგვევლინოს დანაშაულად. მხოლოდ სუსტები სჩადიან მას. ყველაზე კარგი მეთოდი მასთან წინააღმდეგობისა იქნებოდა, თუ ყველას დავარწმუნებდით იმაში, რომ ის სხვა არაფერია, თუ არა სულის სიმდაბლის გამოვლინება. შეცდომა - ეს ისაა, რაც ადამიანებთან ერთად დაიბადა, მათთან ერთად გააგრძელა არსებობა, გაღვივება, გავრცელება. იმდენი ქნა, რომ ბოლოს ყველას და ყველაფერს მოედო. დაგვაკარგინა ის, რაც ერთ დროს ბედნიერებას გვანიჭებდა, მაგრამ პირველ რიგში, მან დაგვაკარგინა საკუთარი თავი.
გამოცდილება - ესაა სიტყვა, რომელსაც ადამიანები საკუთარ შეცდომებს, ან ხშირ შემთხვევაში, წარსულს უწოდებენ.
მაგიდასთან მჯდარ წითელთმიანს ხელებში ჩანაწერებისათვის განკუთვნილი წიგნაკი მოექცია, რომელსაც სრულიად შემთხვევით გადააწყდა ერთ-ერთ კუთხეში. დარწმუნებით ვერ იტყოდა, თუ ვის ეკუთვნოდა, რადგან ჯერ კიდევ გამოუყენებელი იყო. ბედნიერად დაჰყურებდა ყდაზე გამოსახულ ფერად-ფერად სახლებს, რომლებიც ერთად იმ კონტრასტულ ჰარმონიულობას ქმნიდა, ასე ძალიან რომ უყვარდა. თეთრთმიანისათვის უკვე შესამჩნევი იყო მისი აღტაცება. ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში, გაუნძრევლად მდგარ ბიჭს აკვირდებოდა, ელოდებოდა, როდის დაუბრუნდებოდა რეალობას და საუბარს დაიწყებდა, რადგან ყოველთვის ასე ხდებოდა, როცა ჰოსოკის გონებაში მისთვის ძვირფასი რამ იწყებდა ტივტივს. იუნგი დარწმუნებული იყო, ახლაც მსგავს შემთხვევასთან ჰქონდა საქმე.