DAY 9.

292 54 29
                                    


"მინიშნებები ჩვენ გვიწვევენ, მინიშნებები გვაფრთხილებენ. მინიშნებები ჩვენ გვაახლოვებენ მას, საიდანაც ისინი მოულოდნელად ჩვენამდე აღწევენ."

ალბათ, ადამიანის პირველი და ყველაზე ძირითადი დანიშნულება-- ბრძოლაა. შეგნებული, გათვითცნობიერებული ბრძოლა, რომელსაც უამრავი ასაღები ციხე აქვს. საკითხავია, ვინ რას აირჩევს.

ერთნი ირჩევენ მეტოქეს, თავისზე ნიჭიერს ებრძვიან, ამაში ხარჯავენ მხნეობას, ნიჭს, სხვა სულიერ ძალებს. სამწუხაროდ, ეს შემოქმედთაგან დიდი და უმდარესი ნაწილია.
მეორე მხარეს ბრძოლის ღირსად ერთადერთი ციხესიმაგრე ჰყავს  მიჩნეული-- საკუთარი არსება. ისინი დაუნდობლად, სამკვდრო- სასიცოცხლოდ ებრძვიან თავებს, რომ რაც შეიძლება მეტი გამოსძალონ საკუთარ შესაძლებლობებს. შემოქმედთა ყველაზე მაღლა მდგომი ნაწილი, ბრძოლა, რომელიც სულიერი მონაგრით გვირგვინდება.

ყველა ბუნების კანონების მორჩილია. ისინი იზრდებიან, მოქმედებენ მათთან ერთად. ემორჩილებიან მაშინაც კი, როდესაც მათ წინააღმდეგ იბრძვიან, მოქმედებენ ბუნებასთან ერთად მაშინაც კი, როდესაც მისი კანონების წინააღმდეგ მოქმედება სურთ.
  ადამიანის ბუნება...  თუ უწყვეტად თავი თვითონ არ აღზარდე, არც სხვამ არ გაგაღვიძა, არ შეგაგონა, არ გასწავლა, მაშინ იგი  თანდათან ფუჭდება, ბოროტდება, კვდება. არც ერთ იარაღს, ხელსაწყოს, ჭურჭელს არ ეკიდება ჟანგი, როცა იმისთვის იყენებენ, რისთვისაც შექმნეს, თუნდაც მათი შემოქმედი შორს იყოს მათგან. ისინი სხვაზე არიან დამოკიდებულნი და როცა დამოუკიდებლად მოძრაობა არ შეგიძლია, ერთადერთი რამ ხდება და ეს - ვარდნაა.

დიდი ირონიაა ის, რომ ამ ყველაფერს ვერ ვიაზრებთ, მაგრამ გაბედულად ვმოქმედებთ.

  ***

- პიტნის ჩაი ასე ძალიან გიყვარს? - წითური ოთახში ჯერ მხოლოდ თავით შევიდა, მას შემდეგ კი, რაც ერთიანად შეისუნთქა სასიამოვნოდ ცივი არომატი, მისი კარებიდან შემომავალი სილუეტიც ბოლომდე გამოჩნდა. საქმით გართული ბიჭი აათვალიერა, აწ უკვე მისთვის საყვარელ ადგილას მოთავსდა და როდესაც თეთრთმიანს შეატყო, რომ საუბრის დაწყებას აპირებდა, თავად დაასწრო,- მახსოვს, რაფაზე რაც მითხარი.

24 Days.Where stories live. Discover now