DAY 4.

404 66 12
                                    

''ადამიანი თავს შეიცნობს არა ფიქრით, არამედ მოქმედებით. თავის ფასს იგი შეიცნობს მხოლოდ შეუპოვარ ცდაში, რომ გააკეთოს ის, რაც საჭიროა''

მოთმინების უნარის ქონა ზედმეტად რთული რამაა. ძალიან ცოტა თუ იქნება ისეთი, ვისაც ის გააჩნია და გაცილებით უფრო ცოტა ისეთი, ვინც ყოველთვის აკონტროლებს მას.

მოთმინების ნიჭის მქონე ყველაფერს მიაღწევს, რაც სურს, მის მქონეს შეუძლია მხოლოდ აბრეშუმისა და ვარდის ფოთლებისგან თაფლის შექმნა.

იუნგის შესაძლოა ვერ დაეკვეხნა მომთმენობით, მაგრამ როცა საჭიროება მოითხოვდა ის ყველაზე კარგად ართმევდა თავს ამ დავალებას.

არ ყოფილა ადვილი წლების მანძილზე ლოდინი წარმატების მისაღწევად, მაგრამ იუნგი ელოდებოდა. არ ყოფილა ადვილი ეცადა იმისთვის, თუ როგორ მიიღებდა ხალხი, როგორ მიაღწევდა მიზანს, მაგრამ იუნგი იცდიდა და მთელი ცხოვრებაც რომ დასჭირვებოდა ამისთვის, ის მაინც, ისევ დაიცდიდა. არც მაშინ იყო ადვილი, როცა საკუთარ თავს ებრძოდა, გაურკვევლობა შიგნიდან სჭამდა, მარამ რაც ყველაზე მთავარია, ის მოქმედებდა. ამიტომაც სანამ მიწაზე დაენარცხებოდა, შეძლებდა გამოსავლის მოძებნას და უფსკრულში თავით გადაჩეხვას თავიდან აირიდებდა, ან შეანელებდა ამ პროცესს, რაც არც ისე ცუდი ვარიანტი იყო.

მაგრამ...

რატომ იყო დღეს ყველაფერი ასე განსხვავებულად?

არ უნდოდა ლოდინი.

არ უნდოდა მოთმენა.

ეს ყველაფერი უკვე ყელში ჰქონდა ამოსული და არც იყო გასაკვირი.
ახლა არაფერი უნდოდა, მისი ნახვის გარდა. და სხვა არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა, რაც მინს აწუხებდა. ისედაც იცოდა, რომ ცვლილებებისთვის შესაგუებლად დრო დასჭირდებოდა და ისიც იცოდა, რომ შეიძლებოდა საბოლოოდ ვერც შეგუებოდა. ყველაფერი დეტალურად ჰქონდა გააზრებული, ფიქრისთვის საკმარისი დრო გააჩნდა.

ახალი, რაც შეიძლება მეტი უნდოდა გაეგო მოცეკვავისგან. მართალია, მათი პირველი დიალოგი სწორედ მისივე ინიციატივით დასრულდა მალევე, მაგრამ იუნგიმ მაინც შეძლო საჭირო, პატარ-პატარა ინფორმაციების გადახარშვა, ტვინში საკუთარი ადგილის მიჩენა, რათა შემდეგ ერთიანად აეწყო.

24 Days.Where stories live. Discover now