ვერ ვიტან 🌛

14.5K 406 75
                                    

-როგორ ჩანს ეს არ იცი ლიზა!
ხმამაღლა ამბობს ლექტორი და სხვა გოგოზე გადააქვს ყურადღება.
*ყველაფერი ვერ მეცოდინება ფსიქოპატო ნაბიჭვარო*
ჩაილაპარაკა გოგონამ და ლექტორს გახედა.
-დიახ ეს საკითხი აღარ მახსოვს..
ჩაღუნა თავი მან და გააგრძელა დღიურიზე იმის ხატვა რასაც უწინ აკეთებდა.
-ლიზა იმისთვის რომ გაიგო უნდა მომისმინო! ისევ ჩაილაპარაკა ლექტორმა და გახედა გოგოს რომელმაც წამიერად ახედმა მას.
-არა მე..
-მისმინე! შეაწყვეტინა და გააგრძელა ახსნა.
ლექციის დამთავრების შემდეგ ლიზა ძლივს წამოდგა ფეხზე,
დახედა საათს და გახარებული გაემართა სახლისკენ.

-რატომ მყავს ასეთი ლექტორი? ჩაილაპარაკა მან და სახლის კარი შეაღო.
მიყარა თავისი ფეხსაცმელი და სავარძელზე წაწვა.
უკან გადაიწია შოკოლადისფერი თმა და ნელა  მოხუჭა თვალები.
დაივიწყა ლექტორის უშედეგო საუბარი, ბევრი პრობლემა და სიზმრების სამყაროში გადაეშვა.

ლიზა..

ის გოგონა რომელის სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, მხოლოდ იმის გამო რომ კორეაში დაიწყოს მუშაობა.
ფსიქოლოგიური ფაკულტეტი..
თორემ თავის დროზე ეს უშედეგო საკითხები გავლილი აქვს,
ძალიან ბევრჯერ უტირია გამოცდების წინ და უთქვამს რომ აუცილებლად ჩაიჭრებოდა იმისდა მიუხედავად რომ საუკეთესო იყო სხვებისგან განსხვავებით.
ვერ ინელებს იმას რომ აქ კიდევ 3 წელი უნდა ისწავლოს.
მხოლოდ იმისთვის რომ იმუშაოს და ფსიქოლოგი გახდეს.
პატარა და საყვარელი გოგონა გახლდათ ლიზა.
ძალიან სათნო სახის მქონე, ლამაზი დიდი თაფლისფერი თვალებით და მრგვალი ტუჩებით.
ხვეული შოკოლადის ფერი თმით და თეთრი კანით.
ლიზა ეს ის გოგოა რომელსაც შეუძლია ყველა შეიძულოს მხოლოდ იმის გამო რომ მას უბრალოდ აწყენინეს.
არადა რომ შეეხედო ვერ წარმომიდგენია რომ შეიძლება ისეთი ათხაჯანა იყოს როგორიც მართლაა.
დედა პატარაობაში მშვიდობის მტრედს ეძახდა რადგან ყველა ძნელ საქმეში გამოსავალს ეძებდა უბრალოდ არ ეჩხუბა და სხვა არ დაეშავებინა, მისი დისგან განსხვავებით.
-ნეტა როდის გავა ეს 3 წელი? ამოიოხრა მან და დროს გახედა.
-ყველასთვის საყვარელ ლექტორს ვეზიზღები..
მშვენიერია. ამოიოხრა და ბალიში მოისროლა.
-რა დავუშავე ამ კაცს ასე რომ ვერ მიტანს. ისევ ამოიოხრა და მაცივრიდან საჭმელი გამოიღო.
-თუ ამ დებილ ფაკულტეტზე კარგი ქულა არ ავიღე.. ფსიქოლოგი ვერ გავხდები..
ფეხი მიჰქკა იქვე მდგომ სკამს და საჭმელი გაზქურაზე შემოდგა...

ჩემი მასწავლებელი/ჯეონ ჯონქუქი/(Complete✓)Where stories live. Discover now