ჯონქუქი დაუკითხავად შემოვიდა გოგონას აპარტამენტში და უაზროდ გაუღიმა.
-ჩამოჯექით! ხმადაბლა უთხრა გოგონამ და აბურძგნული თმა გადაიწია.
-დღეს უნივერსიტეტში რატომ არ იყავი?
-გუშინ გვიან მოვედი სახლში და გამოძინება გადავწყვიტე.
ჩაიღიმა გოგონამ ჯონქუქმა კი თავი გვერდზე გადააგდო და ცალყბად ისევ ჩაიღიმა.
-აქ სულ სხვა რაღაცისთვის მოვედი იცი..
-გისმენთ.. წინ დაუჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო მან.
-მოდი ჩვენს "ურთიერთობას" წერტილი დავუსვათ! ამის გაგონებაზე გოგონა გაშეშდა და წინა დღის ამბება ჩაურბინა წინ.
"მის ხმარებას აპირებდა და ახლა თურმე ურთიერთობა არ სურს! უტვინო ვარ!" გაიფიქრა უცებ და ჯონქუქის სახეს გახედა რომელიც "ბოდიში" სახით უყურებდა.
საქმე იმაშია რომ არც ლიზა აღმოჩნდა უტვინო რომ ბიჭისთვის "არაუშავს" ეთქვა..
ჯიუტებმა ერთმანეთი აღმოაჩინეს.
-თქვენ ამას ურთიერთობას ეძახით? ჩაიცინა მან სიმწრისგან და ჯეონს აჩვენა რომ ეს რაღაც მათ შორის მას მაინც არ აინტერესებდა.
-ეს ურთიერთობა არ იყო ამიტომ ნუ ინერვიულებთ გული არც მე დამწყვეტია! ჩაიღიმა მან და სავარძელს მიეყრდნო.
-გული არ დაგწყვეტია? ჩაიღიმა ბიჭმა და მალევე წამოდგა.
ტუჩებზე ენა გადაისვა და ლიზას მომღიმარ სახეს გახედა.
-წარმატებას გისურვებთ ურთიერთობაში.. ხელებით უჩვენა რაღაც და შეეკითხა შავით ვინ იყო ის "ბედნიერი"
-ქალბატონ ლისთან..
ამაზე უფრო ჩაიღიმა გოგონამ და სახლის კარი გაუღო.
-აიუ და ჯონქუქი.. ძალიან კარგი შეფარდება ბედნიერებას გისურვებთ. ბოლო სიტყვები ამოღერღა და მის დაჭიმულ ყბას შეხედა.
-ნახვამდის! ხელი დაუქნია და კარი ცხვირ წინ მიიხურა.
მაგრამ რა მოხდა კარის დახურვის შემდეგ?
-ეს თეფში მეზიზღება.. ეს ჭიქაც.. ეს რა არის რატომ ვიყიდე საერთოდ? ჭურჭელს ფეხით სდგებოდა და თან ჩამოღვენთილ ცრემლებს იწმენდდა.
-თურმე ურთიერთობა.. ქალბატონი ლი.. რაო რომ არ მივეცი მეც დამიკიდა?
ღორი ნაბიჭვარი..
კედელს მიეყრდნო და ტელეფონს გადახედა.
ტელეფონი ხელში აიღო და რეილის ნომერი მალევე აკრიფა.
რამდენიმე წუთი ელოდა ბიჭის პასუხს, ბოლოს კი რეილისაც ეშველა.
-ჰოუ!
-ჰოუს განახებ.. სად ხარ რომ გირეკავ ამდენი ხანი? ცოფები გადმოყარა უცებ ლიზამ.
-რა გჭირს? რას გიჯობ კარგადაა ყველაფერი?
-არა სამწუხაროდ.. დღეს დამპალი ჯონქუქი დამადგა თავზე და გამომიცხადა ჩვენს ურთიერთობას წერტილი დავუსვათო და მე კიდე..
-და შენ კიდე არ მითხრა რომ უთხარი უბრალოდ "კარგი"
-რაა? არა რა თქმა უნდა..
დავცინე ვუთხარი რა ურთიერთობა საერთოდ არ გვქონია მეთქი და ადგა და იმედგაცრუებული სახით გააჯვა ჩემი სახლიდან.
-ყოჩაღ ტაში დამიკვრია! ახლა მართლა მეამაყები..
-და არ იცი ვისთან იწყებს თავის ურთიერთობას?
-ვისთან?
-ვისთან და "ქალბატონ ლისთან" დავიჭყანე და უაზრო ხმებით გამოვედი სახელი.
-ოოო რა თქმა უნდა.. მოდი დაიკიდე რა, ლუდის ბარში ვართ გამოდი და დავლიოთ!
-არ შემიძლია.. დღეს ისედაც არ ვყოფილვარ ლექციებზე და ხვალე ვერ გავაცდენ!
-ხო ისე რატომ არ იყავი დღეს?
-რომ დაგერეკა და მოგეკითხე კარგი იქნებოდა! იქნებ მოვკვდი?
-კარგი ბოდიში.. ამის მერე დაგირეკავ! ჩაიღიმა და უეცრად ამოიოხრა.
-ჭურჭელი ისევ დაამსხვრიე?
-კი დავამსხვრიე!
-მაგას გადაეჩვია ადამიანო არაფერი დაგრჩა სახლში..
-აიუ ტრაკი დააყენე რა! წადი და დალიე ლუდი.. მერე თუ მოიცლი ამოდი ჩემთან!
-კარგი.. და აუტანელი ბებოსავით ნუ იქცევი,
ერთი წავა და სხვა მოვა! ჩაიმღერა და სიცილი ატეხა.
ამაზე გოგონაც ვეღარ მოითმინა ტელეფონი გაითიშა და ბუზღუნით გვერდით გადადო.
-ურთიერთობა.. ურთიერთობა.. დამპალი.. ბჟუტურებდა და თან ფურცლებს ათვალიერებდა.
უცებ ჩაიცინა და თვალები რამდენჯერმე გადაატრიალა.
-მოდი ვანახებ ჯონქუქს რა არის ურთიერთობა! ჩაიღიმა და წიგნის ფურცელს თვალი გადაავლო.
ŞİMDİ OKUDUĞUN
ჩემი მასწავლებელი/ჯეონ ჯონქუქი/(Complete✓)
Hayran Kurgu-ბატნონო ჯეონ თქვენ.. -ჩემს სიტყვას არასდროს ითვალისწინებ!მიყურებს გამწარებული ლექტორი და მიახლოვდება. -არა მე.. -ბატონი ჯეონი აღარ! მოგიწევს სხვა რაღაც დამიძახო... 🔞🔞🔞