-შემოდი ჯონქუქ! დიდი კაბინეტიდან ისმის ხმა და ოთახში ბიჭი შემოდის რომელიც ხანში შესულ კაცს უღიმის.
-გამარჯობა ბატონო დირექტორო! თავი დაუხარა და წინ ნელა დაუდგა.
-აბა რისთვის დამიბარეთ? ჩაიცინა ნელა სანამ დირექტორის შემხმარ სახეზე მიმიკები არ იცვალა
- ჯონქუქ.. ჩემი ბიჭო.. ჩაიცინა მან და სკამიდან წამოდგა.
-რაღაც მნიშვნელოვანზე დაგიბარე დღეს! ჩაიღიმა და ხელი გადაუსვა მას ზურგზე.
-გისმენთ.. თვალები ააპაჭუნა ბიჭმა და ისევ გახედა მამაკაცს.
-გავიგე მოსწავლესთან გაქვს რომანი..შეჩერდა და მის სახეს დააკვირდა, ჯონქუქი სულ მთლად გაფითრდა და დირექტორის სახეს გახედა.
-ეს რასაც შენ აკეთებ ჯერ არსად არ არის აკრძალული მაგრამ ჩემთვის მიუღებელია..
არ მინდა რომ ჯერ შენ და მერე უნივერსიტეტის პრესტიჟი დაზარალდეს.
-და რას გულისხმობთ?
-უბრალოდ მოდი ლიზას მოშორდი..
ბევრი გოგოა რომელიც მართლა ყველაფერს გააკეთებს შენთვის.
მაგრამ ლიზა სწავლისთვისაა აქ და..
წამიერად ჯონქუქი წამოდგა და თავი დახარა.
-ნახვამდის..
-ჯონქუქ შენს თავსაც დააზარალებ და გოგონას მომავალსაც.. დაფიქრდი! მიაძახა მან ჯონქუქი კი გაცოფებული გამოვიდა ოთახიდან და თავისი სახლის გზას დაადგა სადაც ლიზა ელოდებოდა.
სულ რამდენიმე დღეა რაც ერთად არიან .
ცალკეულმა ადამიანებმა იციან მათ შესახებ მაგრამ საიდან გაიგო დირექტორმა?
თავში ირტყავდა და თან მანქანის საჭეს ურტყავდა ხელებს.
მანქანა სადგომზე დააყენა და სახლში სირბილით ავიდა.
კარი გრძელ მაისურში გადაცმულმა გოგონამ გააღო რომელიც ნაზად იღიმოდა.
ჯონქუქის დანახვისას მას მიეწება და ყელზე ფრთხილად აკოცა.
ჯონქუქს თავიდან ბოლომდე სიმწრის ეკალმა დაყარა, რა უდა ექნა რომ ერთმანეთს არ დაშორებულიყვნენ.
-ლიზ სალაპარაკო გვაქვს!
ხელი მოკიდა გოგონას და სავარძელზე ფრთხილად ჩამოსვა.
-მოხდა რამე? თვალები გააფართოვა გოგონამ და ჯონქუქის სახეს დააკვირდა რომელიც დახმარებას ითხოვდა.
-დღეს დირექტორი ვნახე და მითხრა რომ ჩვენს შესახებ იცის..
-მერე.. არც გაიკვირვა ლიზამ ისე გახედა ჯონქუქს, ბიჭმა კი ეს რეაგირება ცუდად მიიღო.
-რა მერე? არ გაგიკვირდა?
-როდესაც შენთან ურთიერთობას ვიწყებდი ისიც ვიცოდი რომ ამას დირექტორი აუცილებლად გაიგებდა..
ამაზე ჯონქუქმა წყნარად გახედა და წრეების დარტყმა განაგრძო.
-შენ რა... გეშინია?
-კიი მეშინია.. მეშინია რომ უნივერსიტეტიდან გამომაგდებენ და ისევ ჩემი მშობლების კისერზე ჩამოვეკიდები.
- ხომ მითხარი რომ სხვისი აზრი არ გაინტერესებდა?
-მაინტერესებს ლიზი მაინტერესებს.. შენ რა განაღვლებს ეს უნივერსიტეტი რომ არ დაამთავრო შენს ქვეთავში დაბრუნები მე კი ესე ტყუილად არ მისწავლია
-კი გეთანხმები მაგრამ რას მთხოვ ვერ ვხვდები ჯონქუქ! დაშორება გინდა?
ამაზე ჯონქუქი გაშეშდა და ლიზას აწყლიანებული თვალებს გახედა რომელიც ცრემლის ჩამოგდებას არ აპირებდა.
როგორ უნდოდა ეთქვა, არაა არ მინდა დაშორება..
ჩვენ ხომ ახლა დავიწყეთ ურთიერთობა..
მაგრამ..
-კი მინდა.. ეს ორივეს დაგვანახებს გზას! სანამ ერთმანეთს შევეჩვიეთ მოდი..
სიტყვა აღარ დაამთავრა ისე წამოდგა ლიზა და ჯონქუქის ოთახისკენ წავიდა.
შარვალი ამოიცვა და თმა გაიშალა.
-კარგად ბატონო ჯეონ!
-ლიზ.. ესღა თქვა და ტუჩი ფრთხილად გადმოაგდო.
კარის მიჯახუნების ხმა გაისმა თუ არა ჯონქუქმა მაგიდას ფეხი მიკრა და შუშის მაგიდა ათას წვრილ ნაწილად დაიშალა.
ცრემლების წვეთებს იწმენდავდა გოგონა და თან გზა და გზა ნელა ადგავდა ნაბიჯებს.
წაბლისფერი ხვეული თმები გვერდძე მოისროლა და ჩამოვარდნილი ცრემლი უხეშად მოიწმინდა.
ჩანთას დახედა და იქიდან ტელეფონი ამოიღო.
დირექტორის ნომერი აკრიფა და ტელეფონი უხეშად აიკრო ყურზე.
أنت تقرأ
ჩემი მასწავლებელი/ჯეონ ჯონქუქი/(Complete✓)
أدب الهواة-ბატნონო ჯეონ თქვენ.. -ჩემს სიტყვას არასდროს ითვალისწინებ!მიყურებს გამწარებული ლექტორი და მიახლოვდება. -არა მე.. -ბატონი ჯეონი აღარ! მოგიწევს სხვა რაღაც დამიძახო... 🔞🔞🔞