სხვა ვარ?
ისევ გაიფიქრა მან ჯონქუქის ეს უღიმღამო ნათქვამი..
*მისი განსხვავებულობა უკანალზე მახატია*
ჩაიცინა და ისევ ტელეფონს დასტაცა ხელი.
- ჯონქუქ შეგიძლია სადმე ახლო მახლო რესტორანში ან კაფეში შემხვდე?
- მეც ეს გთხოვე შენ კი მითხარი რომ არ გცალია.
- თუ სიმართლე გაინტერესებს მოგატყუე! სად შეიძლება გნახო?
- ჰანის ხიდზე გნახავ..
- ჰანის ხიდზე?
- კი იქ მოდი!
ამ შეტყობინების მიღების შემდეგ ლიზა წამიერად წამოდგა სავარძლიდან ლურჯი მაღალწელიანი შარვალი და მომწვანო მოკლე ზედა ჩაიცვა.
თხელი ნაცრისფერი ჟაკეტი მოისხა და ტკბილი სურნელის დუხი მიიბკურა.
- ჰანის ხიდი!, ამოიოხრა და ტელეფონი ჯიბეში მოითავსა.
საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ჰანის მდინარე ლიზას სახლთან ძალიან ძალიან ახლოსაა.
მართლაც სულ რამდენიმე მეტრში შეხვდებით მდინარეს და უზარმაზარ ხიდს.
მოსაღამოვდა მაგრამ მაინც ლიზას საღამოს ერჩივნა ჯონქუქთან ლაპარაკი თითქოს იცოდა რომ მას მისთვის რაღაც ისეთი ჰქონდა სათქმელი რაც რეილიმ არ იცოდა.
- ბატონო ჯეონ? ხმადაბლა თქვა და მოაჯირთან მდგარი ბიჭის ყურადღება მიიქცია.
- გამარჯობა! თავი დაუხარა საპასუხოდ კი მისგანაც იგივე მიიღო.
- რისთვის დამიბარე? ორივემ იგივე კითხვა დასვა იმავე დროს.
- მე დაგიბარეთ თუ თქვენ? ჩაიცინა ლიზამ როცა ჯონქუქისგანაც ჩაცინების ხმა გაიგო.
- შენ არ მითხარი უნდა გნახოო?
- თქვენ პირველმა მითხარით..
- შენ მითხარი რომ ჩემი ნახვა გინდოდა!
- კი მაგრამ თქვენ..
- თქვენობით ნუ მომმართავ! ტონს აუწია და გოგონა აათვალიერა.
- კარგი მაშინ თუ არაფერია სათქმელი წავალ! ხელები ზემოდ ასწია და ტელეფონი ამოიღო.
- ვის ურეკავ? ჯონქუქის ხმამ გააწყვეტინა
- თქვენი საქმე არ არის! თუ შენი, რა მნიშვნელობა აქვს..ამოიოხრა და ტელეფონი ყურზე მიიდო.
მაგრამ უცებ მისი ტელეფონი ჯონქუქის ხელში აღმოჩნდა და ზარი გაითიშა.
- ფუნთუშა ვინ არის? გაიკვირვა როცა გოგონამ სცადა ტელეფონი გამორთვა მისთვის.
- თქვენი საქმე არ ა რ ი ს !
- საბედნიეროდ მაღელვებს ანუ ა რ ი ს ! მანაც დამარცვლა ბოლო სიტყვები და მის სახეს დააკვირდა.
- ააა ის ხუჭუჭა იქნება!
- კიი ის ხუჭუჭაა! დამიბრუნეთ ახლა..
- აბა შეყვარებულები არ ვართო?
-არც ვართ უბრალოდ მოფერებით ვეძახი..
- და ის რას გეძახის? პატარას თუ ძვირფასოს?
- არაა ის.. ან საერთოდ რატომ გიხსნით? ტელეფონი დამიბრუნეთ და ჩემს გზაზე წავალ. საერთოდ არ უნდა გამოვსულიყავი.
უცებ ჯონქუქმა შეწყვეტა ხტუნვა და ლიზას კუთვნილი ტელეფონი დაუბრუნა.
- ბოდიში.. ამოიოხრა და მის სახეს დასკვირდა.
- ნახვამდის! მხოლოდ ეს თქვა და წინ წავიდა.
- ბატონო ჯეონ თქვენ ხომ თქვით სხვა ვარო.. თქვენც იგივე ხართ როგორც სხვები.
- მე სხვებს არ ვგავარ ეს დაიმახსოვრე. ამოიოხრა და წინ წავიდა
*რა ვქნა რომ ცოტა ხნით შეჩერდეს* გაიფიქრა და მისი სახელი ამოღერღა.
- გინდა რამის თქმა? მოიხედა და ლიზას სახეს დააკვირდა რომელიც ფიქრობდა მისთვის რა ეთქვა.
- თქვენი ჩაცმულობა მომწონს! ძალიან კარგად გამოიყურებით. ჩაიცინა მან ჯონქუქმა კი ჩაიღიმა და მას მიუახლოვდა.
- მეც მომწონს შენი ჩაცმულობა.
- მადლობა ვცდილობ.. ჩაიცინა და ბიჭის სახეს დააკვირდა რომელიც მის ტუჩებს მიშტერებოდა.
- რამე მაქვს? ტუჩი მოისრისა გოგონამ და ჯონქუქის გამომეტყველებას დააკვირდა.
- არ ვიცი რამდენჯერ უნდა გითხრა მაგრამ მინდა რომ გაკოცო . ჩაიცინა და ლიზას გამომეტყველებას დააკვირდა რომელმაც ნერვიულობის ზღვარზე ტუჩი მოიკვნიტა.
- მე არ შემიძლია! მოახლოებული ჯონქუქი შეაჩერა და მის გამომეტყველებას დააკვირდა.
- რეილი.. წარმოთქვა და მის სახეს დასკვირდა
- ის გიშლის? ჩაიცინა და მოაჯირს მოავლო ხელი.
- არა უბრალოდ თქვენ სხვასთან იყავით და ახლა მე რომ მაკოცოთ ეს ნორმალური არ არის..
- იმ სხვამ თვითონ მაკოცე მე არ გამომითქვია ინიციატივა.
- ისე რატომ შეხვდით? მას რატომ შეხვდით?
- იმიტომ რომ ჩემთვის მადლობა უნდა მოეხადა..
გვერდზე გაიხედა უცებ.
- ცრუობთ არა? სახეზე გეტყობათ..
- მე უბრალოდ კოცნა გთხოვე რა სერიოზული ურთიერთობა დაალაგე?
-რაა? უბრალოდ კოცნა გინდათ? მე არ ვარ ვალდებული ჩემი პირველი კოცნა უბრალოდ მოვისროლო. ახლა კი მართლა ნახვამდის! ამოიოხრა და წინ წავიდა.
მაგრამ ჯონქუქის ძლიერმა ხელმა გააჩერა
- თუ ძალიან გაინტერესებს კი მომწონხარ! მაგრამ რა საჭიროა ეს ამდენი ცირკი? უბრალოდ შემხვდა და მაკოცა მე აქ ვერაფერს ვხედავ ისეთს.
- ხო არც არაფერია დაიკიდეთ და გაატარეთ.. ნახვამდის.
- არა ჩემთან სახლში წამოდი!
- რა სისულელეს მეუბნებიიიით არსადაც არ წამოვალ!
- წამოხვალ! ხელი ჩაავლო და პირდაპირი მნიშვნელობით წაათრია.
- არაა გამიშვი ხელი! ხელი გამოიძვრინა და წინ გაიქცა.
- კარგი მაშინ მე წამოვალ შენთან. ამოიოხრა და გოგონას გვერდით ამოუდგა.
- ჩემთან რა გინდათ?
- შენი უკეთ გაცნობა მინდა უკვე დიდი ხანია ამაში ხელს შენ მიშლი..
- არა პირიქით თქვენ ხართ რაღაცნაირი.. ამოიბუხუნა და ხელები გადააჯვარედინა.
- ახლა აღარ ვიქნები რაღაცნაირი და გაგიცნობ კარგად.
ხელი მოხვია როცა ლიზამ გაგიჟებული სახით გახედა.
- ხელი გაწიე.. ისევ ამოიბუხუნა ბიჭმა კი მხოლოდ მიიხუტა.
- ბატონო ჯეონ ხელი გაწიეთ! ძარღვები დაეჭიმა როცა ჯეონი მის ზომამდე დადაბლდა და ლოყაზე ფრთხილად აკოცა
- ეს რა იყო? გაწითლდა და ლოყებზე ხელი აიფარა.
- ეს ჯერ დასაწყისია! თუ გინდა ტუჩებიც ვცადოთ! ტუჩებზე ენა გადაიტარა და სახლის წინ გაჩერდა.
- მხოლოდ შენს შემდეგ! ისევ ჩაიცინა და ლიზას დააკვირდა რომელმაც გასაღები ამოიღო და კარი ფრთხილად შეაღო.
- რაზე გინდათ საუბარი? კარის წინ დაუდგა როცა ჯეონმა ისევ ჩაიცინა.
- რა სტუმართმოყვარე ხარ!
- ვინც მინდა რომ იყოს სტუმარი დიდი სიამოვნებით ვიქნები კარგი მასპინძელი. ჩაიცინა და ჯონქუქს დააკვირდა რომელიც შეჩერდა და მის მოძრაობებს დააკვირდა.
ტუჩი მოიკვნიტა და ლიზას ტუჩებს ნელა და ფრთხილად მიადო.
თვალები მობნიდეს ორივემ მხოლოდ ლიზა გრძნობს ჯონქუქის მაგარ ხელს წელზე უკვე ნელა თეძოებზე და ალბათ
საჯდომზეც.
- არაა არაა! თავი გაამოძრავა და მის სახეს გახედა.
- რა პრობლემაა ვერ ვხვდები! რატომ არ მაძლევ უფლებას რომ შეგეხო? ამოიოხრა და ლიზას სახეს დააკვირდა.
- მოღალატე ხარ! მოღალატე.. არ მინდა ვინმემ მიღალატოს! ამიტომ თავის შეკავება ყველაზე კარგი შანსია.
- მე არ ვარ მოღალატე შენ არც მიცნობ! ამას ჩემზე როგორ ამბობ? არ მიცნობ და ისე განმსჯი?
- არც თქვენ მიცნობთ.. იქნებ მე არ ვარ საკმარისი? იქნებ არ შემიძლია ურთიერთობა?
- მე გიცნობ მე შორიდან გიცნობ ეს კი ყველაზე კარგი გამოცდილებაა რაც კი ოდესმე მქონია.
- ამდენს რატომ საუბრობთ? მხოლოდ იმისთვის რომ მოგწონვართ?
- კი მაგიტომ..
- მე არავის მოვწონვარ!
- ასე არ არის... მე მე მომწონხარ მთელი გულით.
- ეს შებმის ახალი მეთოდია?
- რატომ არ გჯერა? ისევ ჩაიცინა მან.
- მე მთელი გულით გელაპარაკები შენ კი არ გჯერა.
- მე მართლა..
- თუ არ დაიჯერებ ჩემს სიტყვებს მეც მომიწევს გრძნობების გაქარწყლება ეს კი ძალიან ძნელია.
კარისკენ მიტრიალდა სანამ ლიზას სხეულმა არ გააჩერა.
- მე მე მჯერა.. ჩაიცინა და ზურგიდან მიიხუტა.______
აჰაა ახალი თავვიი!
კაიაა?
ახლა იწყება რაც იწყება!
ისე ბოლო ნაწილი ჩემი სიზმრიდან არის ამოღებული
სერიოზულად და ალბათ კარგად ჩაჯდა.
ნუ ალბათ რაღაც გამოვიდა ❣️
მიხარია თუ მოგეწონებათ..
მიყვარხართ და აბა თქვენ იცით..
P.S დღეს ადრე იმიტომ ვერ დავდე რომ გარეთ ვიყავი და სახლში ახლა მოვბუნძულდი..
YOU ARE READING
ჩემი მასწავლებელი/ჯეონ ჯონქუქი/(Complete✓)
Fanfiction-ბატნონო ჯეონ თქვენ.. -ჩემს სიტყვას არასდროს ითვალისწინებ!მიყურებს გამწარებული ლექტორი და მიახლოვდება. -არა მე.. -ბატონი ჯეონი აღარ! მოგიწევს სხვა რაღაც დამიძახო... 🔞🔞🔞