ახალი რამ..

5.5K 269 33
                                    

-ბატონო ჩან შეიძლება შემოვიდე? უნივერსიტეტის კარები შეაღო ლიზამ და ხანაში შესული კაცის სახეს დააკვირდა რომელმაც იმ წამს მოიხსნა სათვალე.
-შემოდით.. მის ხმაში რაღაც ისეთი იგრძნობოდა თითქოს ვერ მიხვდა ვინ იყო ეს გაშეშებული არსება მის წინ.
-ბატონო ჩან მე ფაკულტეტის თაობაზე მოვედი..
გაუღიმა გოგონამ და დირექტორის სახეს დააკვირდა რომელიც ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო ვინ იყო ეს გოგო.
-ააა ახლა გამახსენდა! თქვენ ის სტუდენტი ხართ..(ჩაიცინა)
გისმენ აბა! რისთვის მეახლე?
ჩაიცინა ისევ მან და გოგონას აწითლებულ ლოყებს დააკვირდა.
-ბატონო ჩან, ფაკულტეტის შეცვლა მინდა! ისევ ჩაიცინა და დირექტორს გახედა.
-კი არაა პრობლემა.. მაგრამ ამ ფაკულტეტზე რამე არ მოგეწონა? საბუთები აათამაშა მან და გოგონას სახეს დააკვირდა.
-არა მომეწონა, მაგრამ მინდა რამე ახალი გამოვცადო ამიტომ უცხო ენებს ავირჩევ და ინგლისურს ვისწავლი მაღალ დონეზე.. გაუღიმა გოგონამ დირექტორი კი ისევ გაოცდა გოგონას ასეთ შემართებაზე.
-ხელი მოაწერე აქ ჩემო გოგო, და შეგიძლია ლექციაზე შეხვიდე.. ისევ გაუღიმა დირექრმა გოგონამ კი უმალვე მოაწერა ხელი ფაკულტეტის შეცვლას ღიმილით სახეზე მაგრამ გულში დიდი დარდით..
რატომ?
ისმის კითხვა რატომ ქნა ეს?
მაგრამ პასუხი ძალიან მარტივია : ჯეონ ჯონქუქი!
მის მიმართ გრძნობები გაუჩნდა, მაგრამ ამის გამო მას არ გადაუდგამს ეს ნაბიჯი..
უნივერსიტეტში ჭორი შეითხზა რომ ერთი გოგო ლექტორთა დაძვრებოდა და მისი მეშვეობით იწერდა ქულებს..
მალე გაირკვა რომ ჯისუ და თეჰიონი იყვნენ ეს წყვილი.
ბატონი თეჰიონი ამის გამო უნივერსიტეტში კვირები არ დადიოდა, ჯისუსაც დაშორდა და დეპრესიაში ჩავარდა.
ლიზას მართლა ძალიან ეწყინა ეს, თითქოს მასაც მიაყენეს იგივე ჭრილობა, თეჰიონის ასეთ სახეს და დარდს ისიც კი ვერ იტანდა იმისდა მიუხედავად რომ არ მოსწონდა მისი ეს საქციელი.
რა სხვისი საქმე იყო ეს?
კაცს ცხოვრება გაუნადგურეს!
ახალი ჭორი რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რომ კიდევ იყო გოგო რომელიც ლექტორთან პაემნებზე დადიოდა..
ლიზას კი შეეშინდა!
დაფიქრდა..
რომ გაგვამჟღავნონ? არადა პაემანზე სულ ორჯერ იყვნენ..
მასაც რომ შეექმნას პრობლემები? საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ! ისიც რომ ასეთი ტრამვირებული იყოს ჩემს გამო?
არა! მას ვერ გავწირავ!
მხოლოდ ეს უთხრა საკუთარ თავს,
დღეები ფიქრობდა ამაზე გოგონა, და ბოლოს გადაწყვიტა რომ პროფესია შეეცვალა და ჯონქუქიც მისი ლექტორი ვერ გამოვიდოდა..
უჭკუო და გულუბრყვილობა ზოგჯერ!
ზოგჯერ კი მეომარი და დაუმარცხებელი!
მაგრამ ახლა დარჩა მარტო თავის აზრებთან და ვერ იაზრებს რა ქნას..
ფიქრი ყველაზე საშინელი რამაა მთელს დედამიწაზე..
ფიქრობს მაგრამ მაინც ვერ იაზრებს რა ქნას ან როგორ.
თითქოს ლიზას გონია რომ ჯონქუქი მას ამ საქციელის გამო გაუწყრება, აღარ დაელაპარაკება!
და მასთან ურთიერთობას შეწყვეტს.
*ალბათ ასეც იქნება* ყოველ გაფიქრებაზე გულდაწყვეტილი ამბობს ამას.
ეს კი ყველაზე ნაკლებად უნდა მას!
თუ ჯონქუქსაც აქვს მის მიმართ გრძნობები შეიძლება თვალი  დახუჭოს ლიზას ასეთ საქციელზე და ბოლომდე მასთან დარჩეს.
მაგრამ თუ ეს უბრალოდ ფლირტი იყო.. ჯანდაბაში წასულა!
9 საათი დაიწყო..
დიდი აუდიტორია მალევე შეივსო იმისდა მიუხედავად რომ ლექტორი ჯერ არ იყო შემოსული.
უცებ დიდი კარი იღება და იქიდან მაღალი ბიჭი შემოდის პიჯაკით და ქეისით ხელში.
სათვალე უმშვენებდა სახეს გაპრიალებული ფეხსაცმელი და არასწორედ შეკრული ჰალსტუხი.
მაგრამ ჯონქუქი..
ის სულ სხვაა!
ისევ გაიფიქრა ლიზამ და მისი და ჯონქუქის პირველი შეხვედრა გაახსენდა.
"არ უნდა შემიყვარდეს" თავის თავს უმეორებდა წამდაუწუმ.
-ბოდიში დაგვიანებისთვის! ამოიოხრა მან და ლიზას მოავლო თვალი რომელიც მოწყენილი იჯდა მის წინ.
-ჩანმა დამიბარა და ამის გამო დავაგვიანე! ამოიოხრა და საბუთები დაიჭირა.
-ახალო მოსწავლე მოგესალმები! უცებ ლიზას ხელი გაუწოდა, გაიღიმა შედეგად კი
ლოყები დაეჩხვლიტა და თვალები მოეხუჭა.
-გამარჯობა! თავი ფრთხილად დაუხარა მას გოგონამ.
-მე კიმ ნამჯუნი ვარ! შენი ლექტორი..(შეჩერდა)
სისხლის გამშრობიც ასევე ბოროტიც, ეშმაკიც, ღორიც უგულო და..
კიდევ რას მეძახით?
უცებ აუდიტორიაში სიცილი დაიწყო ნამჯუნიც აყვა მათ.
ლიზა კი გაოცებული აცეცებდა თვალებს აქეთ იქით.
-კარგი ვხუმრობ! ჩვენ ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს,
იმ უგულო ლექტორებს არ ვგავარ, და ჩემი ხალხი ისე ტოვებს უნივერსიტეტს რომ მეც კარგად მომიხსენიებს და ფაკულტეტსაც.
უცებ ლიზას გაეღიმა, რა ჭკვიანური ნაბიჯია მართლაც.
ალბათ მართლა როგორ უყვარს ყველას ის..
გაიფიქრა მან.
ამიტომაც შეივსო აუდიტორია ასე მალე!
-შენი სახელი? წამიერად გახედა ლექტორმა.
-ლიზა.. გაუღიმა და თმა სახიდან გადაიწია.
-ლიზა! ჩაილაპარაკა ლექტორმა და გაუღიმა მას.
*სასიამოვნოა* წარმოსთქვა და ლექცია დაიწყო..
უცებ კარი ისევ იღება და მაღალი სუსტი ბიჭი შემოდის დიდი ნარინჯისფერი ხუჭუჭა თმით.
თან ლექტორს მოხუჭული თვალებით უყურებს, იქნებ გამოუვიდეს და დაფისკენ შეტრიალებულმა ლექტორმა ის ვერ შეამჩნიოს.
მაგრამ უცებ..
-რეილი საით? ხმა დაუბოხდა და მას გახედა თან ხელებს იბერტყავდა.
-ბატონო კიმ დამეძინა! ამოიოხრა და ხუჭუჭა თმები გაისწორა.
საყვარელი იყო..
ოღონდ კორეელი არ გახლდათ ამერიკელს გავდა და ალბათ ამერიკელიც იქნებოდა.
პატარა კოპწია ცხვირი..
ლამაზი თვალები..
აბურძგნული ნარინჯისფერი ხუჭუჭა თმა და კარგზე კარგი ჩაცმულობა.
-სიმართლე მითხარი და დასჯას გადაურჩები.. ამოიოხრა ლექტორმა და ბიჭის სახეს დააკვირდა რომელმაც თქვა* კარგი*
-გუშინ ხმის ჩამწერ სტუდიაში დამეძინა, იქ რომ გავიღვიძე და საათს დავხედე იმ წამსვე აქ წამოვედი.
-რეილი ხომ გითხარი სწავლას მიხედე მეთქი? უცებ ხელი ჩაიქნია მან და სახე იცვალა.
-დაჯექი და მერე ვილაპარაკოთ! ანიშნა ის კი სკამზე მოსკუპდა მაგრამ უცებ ისევ კიმის ხმა ისმის.
-ამ გოგოს გვერძე,დროზე! ლიზაზე უჩვენა თითით.
რეილი უცებ წამოხტა და ლიზას გვერძე გაღიმებული ჩამოჯდა.
-გამარჯობა! ფრთხილად გაუღიმა მან.
-გამარჯობა! მანაც გაუღიმა და მის თვალებს დავაკვირდა ზედმეტად ჩასიებული იყო უძილობის გამო.
ლექცია გაგრძელდა..
ლიზა კი რეილის უყურებდა და მის ჩალურჯებულ თვალებს.
ცოტა არ იყოს შეეცოდა, მთელი დღის დაღლა სახეზე ეტყობოდა: უძილობა იყო ეს თუ  დაღლილობა, ყველაფერი..
უცებ თვალების სრესვა დაიწყო და შესამჩნევად გაუწითლდა ისინი.
-ჩაიში დასველებული ცხელი ნაჭერი წაისვი! ხმადაბლა უთხარა მას.
მან კი გაოცებულმა გახედა გოგონას.
მთელი ნახევარი საათი ხმა არ ამოუღია ლიზას და ახლა რაღაც უთხრა..
-ბოდიში რაა? უცებ გახედა ბიჭმა მას.
-სახლში რომ მიხვალ ჩაიში დაასველეთ ცხელი ნაჭერი  თვალებზე დაიდეთ.
აღარ გეტკინება! კალამი აათამაშა და მის სახეს გახედა.
-ვითომ მიშველის? ამოიოხრა მან.
-მე მშველის ხოლმე.. ამოიოხრა გოგონამ,
წამიერად ხალხი წამოიშალნენ ლექციაც დამთავრდა.
ლიზა წამოდგა წიგნები ჩანთაში ჩაალაგა და რეილის სახეს დააკვირდა.
-რა გქვია? უცებ გახედა მან .
-ლიზა..მოკლედ უპასუხა და ტელეფონი შეამოწმა.
-რეილი! ხელი ჩამოართვა და საყვარლად ჩაიღიმა.
-სასიამოვნოა! მანაც გაუღიმა და წინ გაიხედა, წასასვლელად მოემზადა სანამ მისმა ხელმა არ შეაჩერა.
-ერთ წამს დამელოდები? ახლავე მოვალ.
ჯუნთან მიირბინა და ბოდიში მოუხადა, მან  კი უთხრა რომ ერთ დღეს მას ამდენ დაგვიანებას არ აპატიებდა..
ჯერ პატარა იყო იმისთვის რომ ამდენად დაეტვირთა საკუთარი თავი.
მან უბრალოდ ჩაიცინა და გაერიდა ლექტორს.
-წამოდი! წინ დაუდგა ლიზას და ერთად გაიკვლიეს გზა.
-რამდენი ხანია რაც აქ სწავლობ ჯერ არ შემხვედრიხარ..
-არც ისე დიდი ხანია ალბათ ერთი წელი იქნება.
-ერთი წელი? ეს დიდი დროა.. ამოიოხრა რეილიმ და გოგონას სახეს დააკვირდა.
-ის რაღაც მიშველის შენ რომ მითხარი? უცებ გახედა ლიზას.
-მე როდესაც თვალები მტკივა მაგ საშუალებას ვიყენებ, ამიტომაც გირჩიე.
-მადლობა! თორემ საერთოდ გამოვშტერდი ამ ბოლო დროს.
-რატომ? უცებ გახედა ლიზამ ბიჭმა კი ფრთხილად ჩაიცინა.
-ვმღერი და ამის გამო დიდი ხანი მიწევს სტუდიაში ყოფნა.
იქ ვმუშაობ ვწერ და ვმღერი როგორც გითხარი.
ამასთანავე მოდელი ვარ და მიწევს სულ სტუდიაში ტრიალი რომ სურათები გადამიღონ.
ამიტომ ეს ბოლო დროა თავზე მათენდება.
ამოიოხრა მან და ისევ ნამჯუნის კაბინეტს გახედა.
-ნამჯუნი ძალიან კარგი ადამიანია! ხელს მიწყობს მაგრამ სულ მეჩხუბება.
-კი შევატყვე! ჩაიცინა და ბიჭის თითებს გახედა რომელიც სულ მელნით იყო მოსვრილი.
-ეს წერის შედეგია! ხელები ლიზას წინ ააფრიალა.
-მე სხვა ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ახლა ნამჯუნის ფაკულტეტზე ვაგრძელებ სწავლას.
ამოიოხრა გოგონამ და რეილი სახეს გახედა.
-კარგი არჩევანია! დამიჯერე.
-მართალი ყოფილა ლექტორი..
მთელს მოსწავლეებს მეგობრებით გექცევათ!
-მართლაც..
ჩაიცინა მან და გოგონას გახედა..
-რისიი ფაკულტეტი შეიცვალე? გახედა ლიზას მას კი ისევ მწუხარება მოედო სახეზე.
-ფსიქოლოგიის... ხმადაბლა თქვა მან და ბიჭის სახეს გახედა.
-რამე ცუდად ვთქვი? ჩაიცინა და გოგონას გახედა რომელსაც უკვე ღიმილი მოსდებოდა სახეზე.
-არაა არაფერი! უბრალოდ რაღაც გამახსენდა..
-ანუ თეჰიონი გასწავლიდა ხომ? ისევ გახედა ლიზას
-კი თეჰიონი მასწავლიდა.. ხმადაბლა თქვა გოგონამ და წინ გზა გაიკვლია.
იმ ამბის შემდეგ კიმი ყველამ ისე გაიცნო როგორც გარყვილი არარაობა, და არა უჭკვიანესი მამაკაცი.
ჯონქუქის აუდიტორიას ჩაუარეს და წინ უმაგრესი სცენა შემორჩა ლიზას, ჯონქუქი ვიღაც სკამზე მჯდარი გოგოს მიყრდნობიდა და რაღაცის დაწერაში ეხმარებოდა.
ლიზას ჩაეცინა..
რეილის ლაპარაკი აღარც გაუგია მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ თურმე ჯონქუქიც იგივე ყოფილა.
-რეილი შეიძლება მეგობრები ვიყოთ? უცებ გახედა ლიზამ  ბიჭს კი შეშფოთება ეტყობოდა სახეზე.
გოგოს ღაწვები აუწითლდა მაგრამ *აქ არაფერია სამარცხვინო* გაიფიქრა მან..
-მე ძალიან გამიხარდებოდა! გაღიმებულმა უთხრა  და გოგონას ხელი ჩამოართვა..

ჩემი მასწავლებელი/ჯეონ ჯონქუქი/(Complete✓)Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon