ლუისის ბევრი ხვეწნის და თხოვნის შემდეგ გადავწყვიტე მათთან წავსულიყავი.
- კარგი, ლუი წამოვალ, მაგრამ ჯერ უნდა გავემზადო. შენ წადი და ხუთ წუთში მეც მოვალ.
- კარგი, ამ... შენი სახელი არვიცი. იქნებ მითხრა?
- მილა, მილა რიდი.- კარგი მილა, გელოდებით.
ლუიმ დამტოვა და მეც მზადება დავიწყე. თავისუფალი მაღალ წელიანი ჯინსი და სვიტერი ჩავიცვი. თმა კოსად შევიკარი და გარეთ გავედი. მათ ნომერთან მივედი, რამდენიმე წუთი შევყოვნდი არვიცი რატომ, მაგრამ ვღელავდი. მათთან ყოფნის გამო, ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე და დავაკაკუნე.
კარი ლიამმა გააღო. თავიდან გაოცება გამოესახა სახეზე, მაგრამ მერე გაეღიმა და შიგნით შემიპატიჟა.
როგორცკი ოთახში ფეხი შევდგი, მაშინვე ვიგრძენი რაღაც განსხვავებული სიმშვიდე და ასევე მათი მადის აღმძვრელი სურნელი.
ფიქრები შორს წამიყვანდა, რომ არა ლიამის ხმა რომელიც ლუის აცნობდა, რომ მივედი.
- ლუი, გამოეთრიე სტუმარი გვყავს. ზეინ ეს შენც გეხება გამოდი აბაზანიდან.ზეინის ხსენებაზე უფრო მეტად ავღელვდი, ვიდრე აქამდე ვღელავდი.
სამზარეულოდან ლუი ლუდის ბოთლით გამოვიდა და ღიმილით მომესალმა.- ჰეი, მილა როგორ ხარ?
- კარგად თავად როგორ გიკითხო?ამდროს ოთახში ზეინი გამოვიდა. მხოლოდ თხელი ნაცრისფერი სპორტული შარვლით.
ღმერთო ჩემო ამას ალბათ სიკვდილი უნდა, ხომ ასეა? ნეტავ მის სხეულს შეგახედათ, ოდნავ დაკუნთული და მუცელზე პრესით, ხოლო მის სხეულზე განთავსებული ტატუები სრულყოფილს ხდიდა. მინდოდა მივვარდნოდი და მთელი სხეული დამეკბინა, მინდოდა მისთვის და დანარჩრნებისთვის ტკივილი მიმეყენებინა. ჩემს ფიქრებს ვერ ვაკონტროლებდი.
ზეინმა წინ ჩამიარა და უბრალოდ მომესალმა მეც იგივეთი ვუპასუხე და დივანზე მოვკალათდი. უეცრად ლუიმ დაიწყო საუბარი.