თავი 10

85 10 9
                                    


- ზეინის, სიტყვები ექოსავით გაისმა ჩემს ყურთან, ნუთუ მართლა უნდა ჩემს საზიზღარ და არეულ ცხოვრებაში ყოფნა? სიამოვნების ტალღამ დამიარა, მაგრამ მაშინვე გაქრა როგორც კი ანდრეს გაფრთხილება გამახსენდა. მოსმენილით ერთი მხრივ ნასიამოვნებს და მეორე მხრივ შეშინებულს, სულ დამავიწყდა ხმის ამოღება ვგრძნობ, როგორ იძაბება ზეინის წუთის წინ თბილი სხეული და როგორ უჩქარდება გული პასუხის მოლოდინში, მაგრამ მე მხის ამოღებას ისევ ვერ ვბედავ არ ვიცი რა ვუპასუხო, შემოვუშვა ჩემს ცხოვრებაში იმისთვის რომ მოვკვდე და ისიც მოვკლა? კარზე კაკუნი ორივეს გვართმევს, ფიქრის საშუალებას და აჩქარებულად ვდგებით ჩვენი სხეულებით ჩამთბარი საწოლიდან, ზეინს ვუყურებ და კართან მივდივარ, ალბათ ლუია, მაგრამ სხეული მეყინება როცა კარში საზიზღარი ღიმილით მდგომ ანდრეს ვხედავ, კარის დახურვას ვეცადე მაგრამ უმალვე შემაჩერა და ოთახში შემოვიდა, ღიმილი უფრო გაეზარდა მის დამპალ სახეზე როცა გაურკვევლობაში მყოფი ზეინი დაინახა, მაგრამ მალევე დასერიოზულდა და მისმა საზიზღარმა ხმამაც გაიჟღერა ოთახში.
- ოჰ ჩემო პატარა მილ, როგორც იქნა გიპოვე, რა თაქმა უნდა არც გამჭირვებია შენი პოვნა. გველივით სისინებდა, როგორ მინდოდა მისთვის გული ამომეგლიჯა და საკუთარ აყროლებულ სისხლში ებანავა, მაგრამ ამას ზეინის თვალწინ ვერ გავბედავდი და რა თქმა უნდა ისიც სარგებლობდა ამით.
- ანდრე, თუ შეიძლება აქედან წადი! სანამ ამას ზრდილობიანად გთხოვ.
- ალბათ ეს ყმაწვილი შენი ახალი შეყვარებულია არა?. ჩემი სიტყვები დაიგნორა და ზეინის ხელი გაუწოდა, გამეღიმა როცა ზეინმა დააიგნორა და ჩემსკენ წამოვიდა.
- ის არ არის ჩემი შეყვარებული!. მტკიცედ განვუცხადე.
- ხო, ამას თქვენი ჯერ კიდევ თბილი საწოლი ამტკიცებს.
- სისულელეებს მოეშვი და აქედან წადი! მესამედ უკვე აღარ გთხოვ ამას.
- იცი, იმის სათქმელად შემოგიარე, რომ მეთქვა შენმა დებმა მოკითხვა გადმოგცეს, აი ესაა ჩვენი მისამართი, როგორც კი მოახერხებ შემოგვიარე, გაუხარდებათ.
- სხეულის ყველა კუნთი მეჭიმება იმის გააზრებისას, რომ ამ გარეწარს ჩემი დები ყავს, წარმოდგენაც არ მაქვს რას უპირებს მათ. აზრზე მაშინ მოვდივარ, როცა ხელში ფურცელს მიდებს, მისი შეხების გამო რამის გული ამერია.
- ახლა წავალ, მაგრამ ზეინ აჯობებს თუ შენც წახვალ! პატარა მილი ახლა ისეთი გაცოფებულია, შეიძლება შენგან მხოლოდ ნაწილები დარჩეს. გაკვირვებულ ზეინს ძვლივს შევხედე, რომელიც ანდრეს უყურებდა.
- საიდან იცი ჩემი სახელი? ან რაზე ლაპარაკობს საერთოდ ეს ვიღაც ანდრე მილა? ახლა მე მომიბრუნდა გაბრაზებული, მარამ ახლა მარტო მინდა ყოფნა არავინ და არაფერი მაინტერესებს უბრალოდ უნდა დავფიქრდე.
- ორივე წადით! ახლავე!
- შეხვედრამდე მილ. ანდრე მალევე გავიდა ოთახიდან, მაგრამ ზეინი ისევ იქ დგას და არ იძვრის.
- მილა გთხოვ უბრალოდ ამიხსენი ვინ იყო ეს ბიჭი? ვხედავდი როგორ უნდოდა სიმართლის მოსმენა და როგორ ელოდებოდა ჩემგან ახსნას, მაგრამ ვერაფერს ვეტყოდი ახლა ნამდვილად არა.
- ზეინ ახლა არა! ცოტა ხნით მარტო მინდა ყოფნა, მოგვიანებით აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს გპირდები და ამის შემდეგ შენ გადაწყვიტე როგორ მოიქცევი, კვლავ გექნება სურვილი ჩემს ცხოვრებაში ყოფნისა თუ არა.
- მილა მე..
- არა ზეინ ახლა არაფერი თქვა! უბრალოდ მარტო დამტოვე კარგი?.
- ზეინი უთქმელად გადის ოთახიდან და ფიქრის საშუალებაც მომეცა მაგრამ საქმე იმაშია, რომ ვერაფერს ვფიქრობ მხოლოდ ანდრეს მოცემულ ფურცელს დავყურებ, ბოლოს ავდექი დაკუჭული ფურცელი იქვე დავაგდე და გარეთ გავედი.

Last night Where stories live. Discover now