- ოჰ, არა! ღმერთო._ სახლში შესულს დახვედრილმა სურათმა ძირს დამცა.
დედას მუცელში დანა აქვს, ძირს უგონოდ გდია და საკუთარ სისხლში წევს.
- დედა, გთხოვ._ მასთან სწრაფად მივრბივარ და ვიმუხლები.- გთხოვ დედა, გთხოვ ახლავე გაახილე შენი ლამაზი თვალები და შემომხედე! არა შენც ვეღარ დაგკარგავ გთხოვ.
ვხვდები, რომ უკვე მის უსულო სხეულს ვიხუტებ და ამაოდ ვევედრები, რომ შემომხედოს, მაგრამ არ ვტყდები და ჩემი უშედეგო მცელობით, გაღვიძებას ისევ ვაგრძელებ, მაგრამ კვლავ უშედეგოდ.
- გთხოვ დედა! არ დამტოვო. _ქვითინს ვერ ვწყვეტ და დედას სხეულს ვეკვრი.
ირგვლივ იმდენი სისხლია ვცდილობ არ ვისუნთქო, მაგრამ ამას ვერ ვაკონტროლებ. დედას სისხლით გათხვრილი ხელი კანკალით მიმაქვს ცხვირთან და ვყნოსავ.
კონტროლს ძლივს ვექვემდებარები და ვცდილობ გავაანალიზო თუ რა ჯოჯოხეთშიც ვიმყოფები ახლა.
- თითქმის ერთი საათია მის გაყინულ სხეულს ვეხვევი. ტირილისგან დაღლილი ისევ ხელახლა ვიწყებ ქვითინს, როცა ვიაზრებ, რომ ის აღარ მყავს და ვეღარასდროს ვიგრნობ მის თბილ სხეულს.
გაგიჟების ზღვარზე ვარ. როგორ მინდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყოს! როგორ შევძლო და გავაგრძელო ცხოვრება? ვისთვის ვიარსებო? განა ღირსი ვარ რომ გავაგრძელო ცხოვრება? მე ხომ ვერ დავიცავი იმ მონსტრისგან! დარწმუნებული ვარ ეს სიბოროტე ანდრემ ჩაიდინა.
უცბად კარი იღება და სახლში შეიარაღებული პოლიცია შემოდის და ჩემს დანახვაზე იარაღს დაბლა სწევენ, ერთერთი ჩემთან ახლოს მოდის და ცდილობს დედას მომაშოროს, მაგრამ არ ვნებდები და ვუძალიანდები, მხოლოდ მაშინ ვჩერდები როცა მეუბნება, რომ გვამი ექსპერტიზაზე უნდა წაიღონ. სიტყვა გვამზე ტანში გამცრა და კიდევ ერთხელ დამაბრუნა მწარე რეალობაში, მაგრამ ტირილი ვეღარ შევძელი.