თავი 2

230 17 10
                                    

გონს მოვდივარ და უკვე ვიცი სადაც ვარ. დედაჩემის ხმა მესმის, ამიტომ თვალებს ვახელ და აი ისიც, დედას თვალები ჯერ კიდევ ჩაწითლებული და ცრემლიანი აქვს. ცოტა დრო მჭირდება იმისთვის, გავიხსენო რაც მოხდა და მაშინვე სერგი მახსენდება.

არ ვტირი არანაირ ემოციას არ გამოვხატავ, რადგან ვიცი ის აღარ არის. წავიდა და დამტოვა, მარტო ამ დამპალ სამყაროში, რომლის ჭაობიდანაც ზუსტად სერგიმ ამომათრია.

დედას ვუყურებ ის კი მე მიბრუნებს მზერას და ოდნავ მიღიმის. ცდილობს სევდა დამალოს , მაგრამ არ გამოსდის.

  კარი გაიღო. მაღალმა სილუეტმა უკითხავად შემოდგა ნაბიჯი პალატაში, განიერი მხრების რხევითა და მბზინავი, ცივი, ზღვისფერი თვალებით მაშინვე ამომიღო სამიზნეში და ნაბიჯის შეუნელებლად მომიახლოვდა.

- ანდრე?
მაშინვე გავიაზრე, თუ ვინ იყო ის უცნობი, რომელმაც მიკბინა. ანდრე სერგის დეიდაშვილია. სულ მოგზაურობს და ამიტომ კარგად არ ვიცნობ.
ფიქრებიდან დედის ხმამ გამომიყვანა.
- მილა ძვირფასო, ანდრემ მოგიყვანა აქ. არ გახსოვს? უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
- მან მოგიყვანა და მიამბო, თუ როგორ დაგესხათ თავს მძარცველი შენ და სერგის. თვალები ისევ აუცრემლიანდა.

-მომიყვა რომ სერგის ურეკავდა, დიდი ლოდინის შემდეგ კი შენ უპასუხე და დახმარება სთხოვე.

როდესაც დედამ მოყოლა დაასრყლა, ჩუმად ვთხოვე მარტო დავეტოვებიმე ანდრესთან. ასეც მოიქცა.

- მილა, მისმინე!
მაშინვე დაიწყო ანდრემ, მაგრამ გავაჩერე.
- რა ჯანდაბა მოხდა იქ? ან რატომ გააკეთე ეს, რატომ მიკბინე? სერგის რატომ არ უშველე?
ათასი კითხვა მივაყარე და გავჩუმდი.
- მომისმინე, ყველაფერი მოგვარდება. უბრალოდ ახლა აქედან უნდა წავიდეთ. მალე გარდაქმნა დაიწყება და ჭრილობები შეგიხორცდება. ექიმები დაეჭვდებიან და შეიძლება მიხვდნენ, რომ ვამპირები ვართ.

Last night Where stories live. Discover now