დილით 7 საათზე მეღვიძება, მაგრამ ადგომას არ ვჩქარობ და ნებივრობას ვაგრძელებ. როცა მახსენდება, რომ 8:30 ბიჭბთან უნდა ვისაუზმო, მაშინვე ვდგები, თავს ვიწესრიგებ და ტანსაცმლის შერჩევას ვიწყებ.
როდესაც გამზადებას მოვრჩი, სამზარეულოში ვაპირებდი გასვლას, მაგრამ კარზე დააკაკუნეს. კარისაკენ დავიძარი და როდესაც გამოვაღე პერსონალი შემრჩა ხელში.
- მის რიდ, დილამშვიდობის. იმედი მაქვს არ გაგაღვიძეთ. უბრალოდ დანაბარები მინდა გადმოქცეთ. გვერდითა ნომრინდან თქვენთან დამაბრეს , რომ უკვე გელოდებიან.
- კარგი, მადლობა.
- სასიამოვნო დღეს გისურვებთ. ეს თქვა და უკან გატრიალდა.
ტელეფონი ხელში ავიღე, გარეთ გავედი და მათ ნომერთან მივედი.
წინა სტუმრობასთან შედარებით, ამჯერად საერთოდ არ ვღელავდი. პირიქით, თამამად დავაკაკუნე და დაველოდე, როდის გააღებდნენ.
აი კარიც იღებდა, მგონია, რომ მომღიმარ ლუის დავინახავ, მაგრამ ვცდები და კართან ზეინს ვხედავ.
ისე დავიბენი სულ გადამავიწყდა იქ რის გამო მივედი, დაბნეულმა გავუღიმე ზეინს, რომელიც იგივე ღიმილით მპასუხობდა და კარიდანაც გაწეულიყო, რათა ოთახში შევსულიყავი. მეც არ დავაყოვნე და ოთახში შევდი.
იქაურობა მოვათვალიერე, მაგრამ ჩემი და ზეინის გარდა არავინ იყო.
ნეტავ რა ხდება? სად არიან დანარჩენები?
ზეინს მივუბრუნდი და ვკითხე:
- ზეინ, ბიჭები სად არიან?
ზეინმა უცნაურად შემომხედა და მითხრა:
- ბიჭებს სასწრაფო საქმე გამოუჩნდათ და გამთენიისას ლონდონში გაფრინდნენ. იმედია წინააღმდეგი არ იქნები თუ მხოლოდ მე და შენ ვისაუზმებთ.
სიტყვები ისეთი ხმით წარმოთქვა, რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.