თავი 11

93 6 11
                                    

- უგონოდ მყოფი მილა გაოგნებულმა, ძლივს დავაწვინე ჩემს ოთახში და ნაჩქარევად დავბრუნდი ისევ მისაღებში, რათა გამერკვია თუ რა უნდოდა აქ ეველინს.
- ეველინ აქ რას აკეთებ? მეგონა ქვეყნიდან წახვედი. დაბნეულმა ძლივს ვკითხე. მან მკრთალად გამიღიმა და ამდენი ხნის შემდეგ მისი ხმაც გავიგე, მის რბილ და ნაზ ხმაზე კვლავ ტაომ დამაყარა.
- გამარჯობა ზეინ, მიხარია შენი ნახვა.
- იგივეს ვერ ვიტყოდი. ვცრუობდი? არცკი ვიცი გამიხარდა, რომ ვნახე თუ არა მისი წასვლა და წასვლის მიზეზი იმდენად რთული იყო ჩემთვის, რომ გააზრება დღემდე მიჭირს.
- ვიცი, რომ ისევ ნაწყენი ხარ ჩემზე.
- ნაწყენი? შენ რა დამცინი?
- მისმინე! მე აქ საკამათოდ არ ჩამოვსულვარ და მითუმეტეს იმისთვის, რომ შენთან ჩვენი წარსული კვლავ განვიხილო, მე მასთამ მოვედი. თითი ჩემი ოთახისკენ გაიშვირა სადაც მილა იწვა.ახლა მართლაც, რომ ჭკუიდან შევიშლები აქ საერთოდ რა შუაშია მილა?.
- მილა რა შუაშია? მასთან რა საქმე გაქვს?
- უბრალოდ მოიცადე, ჯერ მან უნდა გაიღვიძოს და შემდეგ თითოეული თქვენგანი გაიგებთ ყველაფერს.
- ღმერთო ეს რაღაც სიგიჟეს გავს. ჩაიბუტბუტა ჰარიმ, მას მეც ვეთანხმებოდი მართლაც რომ სიგიჟე ხდებოდა ჩვენს თავს მაგრამ მოცდა მოგვიწევს, რომ ყველაფერი გაირკვეს.

მილა.
- რაღაც ხმები მესმის, მაგრამ ვერ ვარჩევ რადგან განცალკევებით ვარ ოთახში, თვალებს ზანტად ვახელ და ვცდილობ საწოლზე წამოვჯდე, როცა უკვე კარგად მოვთავსდი და თვალებშიც გამოვიხედე ოთხაში ლუი შემოვიდა და მეც მაშინვე გამახსენდა, მომხდარი.
-მილა როგორ ხარ? შენზე ძალიან ვღელავდი, ხომ არაფერი გაწუხებს? როგორც ჩანს ჭრილობა საბოლოოდ შეგიხორცდა.
- კარგად ვარ! ზეინი? ზეინი როგორ არის? მინდოდა გამეგო, რომ არ წასულა და ისევ აქაა ჩემთან.
- ის... როგორ გითხრა ცოტა დაბნეულია, მისმინე შეგიძლია მისაღებში გამომყვე? ვიღაც გელოდება.
- მე მელოდება ვიღაც?
- ხო, მოდი ჯობს გარეთ გავიდეთ.

Last night Where stories live. Discover now