სასტუმროდან როგორცკი გამოვედი ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე. გადავწყვიტე გზა ფეხით გამეგრძელებინა.
განრისხებულივიყავი და დიდ სიძულვილს ვგრძნობდი მათ მიმართ, მაგრამ რა მეგონა? რომ დამიჯერებდნენ? ჰაჰ. მილა რა საცოდავი ხარ.
ნეტავ რომელი საათია? ჯიბეში ხელი ჩავიყავი, რომ ტელეფონი შემემოწმებინა, მაგრამ გამახსენდა, რომ ნომერში დავტოვე.
- უკაცრავად, შეგიძლიათ მითხრათ რომელი საათია?იქვე გამვლელ ქალს ვკითხე რა დრო იყო.
- პირველი საათია, გოგონა.
ქალს მადლობა გადავუხადე და გზა გავაგრძელე.ქუჩებს უაზროდ მივუყვები, როგორ მინდა ენერგია დავხარჯო, გამოვუშვა ეს სიბრაზე და ბოღმა, რომელიც მახრჩობს.
სერგი, მენატრება და ამიტომ უფრო საშინლად ვხდები. მის გარეშე როგორ ვიარსებო? მჭირდება ყოველ წამს მჭირდება, მჭირდება, რომ დამეხმაროს ამ ყველაფრის გადატანაში, მაგრამ აქ არ არის, არც ანდრეა, რომ რაიმე რჩევა მომცეს, მომეხვიოს და მითხრას რომ ყველაფერს გავუმკლავდები, რომ მე ძლიერი ვარ და ამას შევძლებ.იქნებ უკეთესადაც ყოფილიყო ყველაფერი ანდრეს ჩემთვის რომ არ ეკბინა?
საშინელი, კივილი მესმის ათიოდე მეტრის მოშორებით შესახვევიდან, აქეთ-იქით მიმოვიხედე, ვერც შევნიშნე ამხელა მანძილი, როგორ გამოვიარე.
არ დავფიქრდი და შესახვევისკენ ავიღე გეზი, როგორც კი მივუახლოვდი და შევუხვიე ატირებული გოგონა დავინახე, რომალსაც მასზე ბევრად მაღალი და ძლიერი ბიჭი აკავებდა. ტანსაცმელი თითქმის მოეშორებინა გოგონას უმწეო სხეულისგან.
არ ვიცი რა დამემართა. თვალთ დამიბნელდა, თვალწინ სულ ის ღამე დამიდგა.
ადრენალინმა ჩემს ორგანიზმში იმატა და მიზეზიც მომეცა მისი გახარჯვის.მოვკლავ, აუცილებლად მოვკლავ, სისხლს ბოლო წვეთამდე ამოვწოვ!
ამის გაფიქრებაზე ჩემმა ეშვება არ დააყოვნეს და მზადყოფნაში მოვიდნენ. წამსვე მათთან გავჩნდი და ბიჭი კედელს მწარედ მივახეთქე. გავიგე როგორ გადაუტყდა ფეხზე ძვალი. ამ ხმამ ჩემზე სასიამოვნოდ იმოქმედა და მაშინვე ჟრუანტელმა დამიარა, როგორც კი გავიფიქრე, როგორ დავუმტვრევდი სხვა დანარჩენ ძვლებსაც საკუთარი ხელებით.