დილით ჩვეულებრივზე ადრე ვიღვიძებ. ვწესრიგდები, ტანსაცმელს ვირგებ და სამზარეულოში ჩავდივარ. იქ დედა მხვდება ყავის ჭიქით ხელში. როცა უკვე მამჩნევს ყავას მეც მისხავს და მაწვდის. მეც რათქმაუნდა გემრიელად მივირთმევ და თეფშიდან ერთ ორცხობილას ვიღებ.
- დედა, დღეს ანდრეს ნახვას ვაპირებ და ალბათ მთელ დღეს მასთან გავატარებ.
- კარგი საყვარელო, ძალიანაც ნუ დაიგვიანებ. მინდა რომ უფრო მეტი დრო გავატარო შენთან, ვიდრე წახვიდოდე.წასვლა როცა ახსენა შევამჩნიე, როგორ მოიწყინა.
- დედა, ჩემო ტკბილო. ნუ ღელავ ხვალ მთელი დღე შენთან ვიქნები. მომდევნო დღეს კი უფლებას მოგცემ გამაცილო იმისდა მიუხედავად, რომ ვერ ვიტან ამას.
- კარგი. კარგი თუ შენ გასვლას აპირებ მაშინ მე სამსახურში ამ საბუთებს მივიტან._ხელში ფაილი ააფრიალა, რომელიც აქამდე ვერ შემემჩნია. -და საღამოს, რომ მოვალ შინ დამხვდი კარგი?
- კარგი აუცილებლად.
მასთან მივედი, ლოყაზე ხმაურიანად და მთელი გრძნობით ვაკოცე ისე როგორც მიყვარს და მხოლოდ მას შემდეგ დავტოვე სახლი.
ანდრეს თერთმეტ საათზე შევუთანხმდი ჯერ მხოლოდ ათია.
იქამდე მინდა იმ ადამიანთან , წავიდე ვინც ყველაზე მეტად მენატრება და მაკლია.
***
თითთქმის ზაფხულია. იქამდე ერთი თვეც აღარ დარჩა. თბილი ჰაერი ისე მეფერება სახეზე, თითქოს ჩემს დამშვიდებას ცდილობდეს და კმაყოფილია იმით , რომ გამოსდის და ახლა ხმაურიანი სიოთი მელამუნება.სევდიანად მეღიმება, როცა დანიშნულების ადგიზე მივდივარ და ვიმუხლები.
-გამარჯობა სერგ. დიახ მოვედი! ვიცი გვიან, მაგრამ მაინც მოვედი, ვიცი სისუსტე გამოვავლინე, როცა გავიქეცი; გავექეცი მწარე რელობას. იმ რეალობას, სადაც შენ აღარ იყავი. ვიცი არ უნდა წავსულიყავი ისე, რომ არ დაგმშვიდობებოდი. ვიცი გაწყენინე ამით და ვნანობ ამას, მინდა ბოდიში მოგიხადო, რომ შენგან ნასწავლი სიმამაცე სადღაც მოვისროლე და უსუსურივით გავიქეცი ისე, რომ არ მიფიქრია შენზე.
იცი? შენი წასვლის შემდეგ იმდენი რამ შეიცვალა... შენმა წასვლამ თავიდან ძირს დამანარცხა, უძლური გამხადა, მაგრამ ამ ყველაფერს ვძლიე და ფეხზე ისე მყარად დავდექი როგორც შემეძლო. ამაში ანდრეც მეხმარებოდა, ხო შენი ანდრე. ის მალახინებდა უშენობას და მასწავლიდა იმად ყოფნას რაც ახლა ვარ, უკვდავად.
ვერც წარმოიდგენ ვის შევხვდი ნიუ იორკში. ხო ზეინი გავიცანი და დანარჩენი ბიჭებიც. ისე არარეალურად მიმაჩნდა მათი ნახვა. შენ კი ყოველთვის ამბობდი,რომ ოდესღაც ვნახვადი და ასეც მოხდა. არვიცი უნდა ვამბობდე თუ არა ამას შენთან, მაგრამ ზეინის მიმართ რაღაცას ვგრძნობ.