თავი 12

97 10 5
                                    

რამდენიმე დღე გავიდა იმ ამბის შემდეგ. არვიცი სამი? ან შეიძლება ოთხიც, ზუსტად ვერ ვიტყვი, რადგან ცნობიერება სრულებით დავკარგე. მას შემდეგ, რაც უკანმოუხედავად დამტოვა და არც კი ვიცი სად წავიდა, ვცადე მასთან ტელეფონით კონტაქტი, მაგრამ უშედეგოდ.

რა თქმა უნდა გათიშული აქვს, არც მქონდა იმედი, რომ მიპასუხებდა ან თავად შეეცდებოდა ჩემთან საუბარს.
საერთოდ აღარ მაქვს იმედი, რომ დამიბრუნდება. არ ვიცი რა გავაკეთო ან სად მოვძებნო, დარწმუნებული ვარ რომ ლუიმ, იცის  მისი ადგილსამყოფელი, მაგრამ რატომღაც არ ამხელს.

სისუსტე თანდათან იმატებს რადგან უჭმელი ვარ. ვგრძნობ, რომ არა მარტო შინაგანად არამედ გარედანაც ვიფიტები და ვჭკნები, მაგრამ ჭამის სურვილიც კი არ მაქვს. უბრალოდ მინდა, რომ ასე ვიწვე გაუნძრევლად, მაგრამ ბიჭები არ მაძლევენ ამის უფლებას. ხშირად მაკითხავენ ოთახში, ზეინის ოთახში, ხო რაც მან დამტოვა ნაილმა გადაწყვიტა, რომ უკეთესი იქნებოდა თუ მათთან ახლოს ვიქნებოდი, აქ ამ ოთახში სულ მისი სურნელი ტრიალებს და ეს მკალვს!

ვერც წარმოიდგენთ, როგორი ტკბილი სურნელი ტრიალებს მის ოთახში, მისი კანის და სუნამოს სურნელის ნარევი თავბრუს მხვევს და მხოლოდ ამის გამო ვსუნთქავ, ეს თითქოს რაღაც შვებას მგვრის და ტანჯვას ოდნავ მაინც მიმცირებს, ზუსტად ახლა მისი ერთ-ერთი მაისური მაცვია, სიკვდილამდე მენატრება მისი ხმა და სიახლოვე, სურვილი მისი ნახვის იმდენად დიდია, რომ ამის ენით გადმოცემა ჩემთვისაც კი შეუძლებელია.

- მილ, საყვარელო გძინავს?-ლუი ნაზად აკაკუნებს, ოთახში შემოდის და თან ის მოაქვს რაც მაფორიაქებს, რაც მაღვიძებს და გონებას მირევს სულ რამოდენიმე წამში.

-ოჰ, რა თქმა უნდა ახლა უკვე გღვიძავს პატარა ქალბატონო, აი ეს მოგიტანე დიდი ხანია მშიერი ხარ, შოვნა კი გამიჭირდა, მაგრამ ჩემი ნაცნობი საავადმყოფოში მუშაობს და დავითანხმე, რამდენიმე მოეცა, მაგრამ შენ ჯერ მხოლოდ ერთი მოგიტანე.
- ლუი, არ იყო საჭირო, რადგან არ მშია! არ მინდა ჭამა!

Last night Where stories live. Discover now