თავი 9

87 7 6
                                    

გამთენიისას ვგრძნობ, როგორ წამოდგა ლუი საწოლიდან და მეც თავლები გავახილე.
- მილა, ჯერ ძალიან ადრეა დასვენება გჭირდება მიდი გამოიძინე, როცა გაიღვიძებ მომწერე და გავისეირნოთ.
- მისი ხმა გავიგე მაგრამ დაღლილს ისე მიმეძინა, რომ პასუხიც ვერ დავუბრუნე.

ლუი.

- როცა ჩაძინებული მილა დავტოვე და ოთახიდან გამოვედი საათს დავხედე ჯერ შვიდი საათიც არ იყო, ფრთიხლად გავაღე ჩემი ნომრის კარი არ მინდოდა ბიჭები გამეღვიძებინა და ფეხაკრეფით შევედი მისაღებში კარადიდან ჭიქა ავიღე, რომ წყალი დამელია, ონკანთან მივედი წყალი ავავსე და როცა შემოვბრუნდი შევხტი და ჭიქა დამივარდა და ჩაჩუმებული ოთახი მსხვრევის ხმამ მოიცვა, ამაზე სავარძელში მჯდომმა ზეინმა თვალები გადაატრიალა .
- ზეინ, შე იდიოტო გული გამიხეთქე და ნაილის საყვარელი ჭიქაც გამატეხინე, ახლა მარტო მე კი არა შენც შარში ხარ!
- როგორც კი ეს ვთქვი მისაღებში ლიამი გამოვიდა.
- რა ჯანდაბას აკეთებთ ამ დლია უთენია? მეგონა ოთახში ვინმე შემოიპარა და მის ცემას ვაპირებდი. ლუი რა ჯანდაბა ხდება და მითხარი რატომაა ნაილის ჭიქა დამსხვრეული?
- ყველაფერი ზეინის ბრალია. უცბად ზეინისკენ გავიშვირე თითი.
- ოთახში რომ შემოვედი წყლის დალევა გადავწყვიტე პირველი ეს ჭიქა მომხვდა ხელში და მეც ავიღე, ხოლო როცა ონკანთან მივედი, წყალი ავავსე და მოვტრიალდი იქ მჯდომმა ზეინმა რომელსაც ამ დროს არ ეძინა ძალიან შემაშინა და ჭიქაც დამივარდა.
- და თავად შენ სად იყავი ასეთ დროს? მკითხა ირონიულად ზეინმა.
- მილასთან იყავი არა? როგორი დრო გაატარე? ისეთი ირონიით ლაპარაკობდა თუთქოს ბრაზობდა კიდეც ჩემზე მაგრამ, როგორც კი გავიაზრე რაც წამოროშა ძალიან გავბრაზდი.
- ზეინ დაფიქრდი რას როშავ, ჯერ არ იცი რა ხდება და უაზროდ კომენტარებს ნუ აკეთებ და ნუ ფიქრობ იმას რაც არასდროს მოხდება, დარწმუნებული ვარ ინანებ რაც თქვი. მილას დედა გარდაეცვალა, ძალიან ცუდად იყო იტალიაში ვერ გაჩერდა, ამიტომაც აქ დაბრუნდა და ნუგეშის მისაღებად ჩვენთან მოვიდა, მაგრამ ჩვენ დაკავებულები დავხვდით ამიტომაც უხერხული სიტუაციის გამო ისევ თავის ნომერში დაბრუნდა, მეც მას გავყევი რათა მეკითხა რა ხდებოდა, მანაც მომიყვა და მთხოვა ცოტა ხნით მანსთან ვყოფილიყავი რადგან სჭირდებოდა გვერდში ვინმე ჰყოლოდა ვინც ანუგეშებდა, მეც რათქმაუნდა დავრჩი რადგან ვიცი ამ სიტუაციაში რა ძნელია გაუმკლავდე შენში არსებულ, დაუამებელ და უდიდეს ტკივილს, რომელსაც ვერაფერი გაგიქრობს, მაგრამ გიადვილდება ყველაფერი, როცა გვერდით ვიღაც გყავს.
როცა მოყოლა დავასრულე ორივე დუმდა და დარწმუნებული ვარ ზეინი ძალიან ნანობს, რომ ასე იფიქრა.

Last night Where stories live. Discover now