-ნიუ იორკი, იმედია სწორი არჩევანი გავაკეთე აქ რომ ჩამოვედი. ახლა სასტუმროში დავბინავდები და შემდეგ ყველა კუთხე კუნჭულს დავათვალიერებ.
-ქალბატონო რიდ?
უცნობი კაცის ხმა ზურგს უკან მომესმა.-ქალბატონი რიდი თქვენ ბრძანდებით?
აჰჰ, სულ დამავიწყდა რომ აქ წამოსვლამდე გვარი შევიცვალე. არვიცი ეს რატომ გავკეთე, მაგრამ ვფიქრობდი სწორი საქციელი იყო.
- დიახ მე ვარ. რით შემიძლია დაგეხმაროთ?
კაცი უაზროდ მიყურებდა.
- მე აქ უნდა დაგხვედროდით და სასტუმროში წამეყვანეთ. დედათქვენმა გამაფრთხილა.ახლა გასაგებია საქმე გამიადვილდა.
- ამმ, ძალიან დიდი მალდობა აი
ესაა ჩემი ბარგი.ძირს დადებულ ორ დიდ ჩემოდანზე მივუთითე.
მძღოლს მანქანის ნელა მართვა ვთხოვე, რადგან რაღაცეები შემეთვალიერებინა.- მის რომელ სასტუმროში წაგიყვანოთ?
- არვიცი, ცოტა დრო კიდევ მომეცი და მოვიფიქრებ.-მოდი ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში წამიყვანე, რომელიც მთელს ქალაქში ყველაზე პრესტიჟულია.
-კარგი მის, როგორც ინებებთ.
სასტუმროში შესვლისთანავე პერსონალი ჩემკენ დაიძრა და მოწიწებით შემომთავაზეს დახმარეა.
- გამარჯობა. რით შემიძლია დაგეხმაროთ?
ეჭვის თვალით შემათვალიერა ერთ-ერთმა, რადგან ზედმეტად უბრალოდ მეცვა და ასევე უცნაურადაც გამოვიყურებოდი.
- თუ შეიძლება, რომ თქვენი სასტუმროს მენეჯერს გავესაუბრო?
ჩემზე მოშტერებულ ქვეშევრდომს ვკითხე და ისეთივე ამპარტავნული მზერით ავათვალიერე, როგორითაც თვითონ მიყურებდა.
თავიდან უარზე იყო და ამბობდა რომ მენეჯერი სასტუმროში არ იმყოფებოდა, მაგრამ თვალის კონტაკტი დავამყარე და საბოლოოდ დავითანხმე, რომ მენეჯერთან მივეყვანე.