♧1: დაკარგული

649 66 2
                                    

კიმ თეჰიონი ინტერნეტში ვლოგებით იყო ცნობილი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


კიმ თეჰიონი ინტერნეტში ვლოგებით იყო ცნობილი. აქტიური იყო, განსაკუთრებით მაშინ როცა საოცარ ადგილებს სტუმრობდა.

მაგრამ რა მოხდება როცა იდუმალებით აღსავსე, უცნობ სოფელში აღმოჩნდება?

კარზე კაკუნი შეუწყვეტლივ გრძელდებოდა, სანამ ბიჭმა არ გააღო. თეჰიონი რუკას ჩაებღაუჭა და მაღალ ბიჭს ახედა.

"ამმ გამარჯობა, მე კიმ თეჰიონი ვარ. აქ ახალი ვარ და მანქანაში ბენზინი გამომელია. ახლომდებარე ბენზინის გასამართ სადგური ხომ არ იცით სადაა?" იკითხა თეჰიონმა და ქვედა ტუჩს რამდენჯერმე უკბინა.

ბიჭმა სუნი შეიყნოსა და ღიმილით რაღაც ჩაიბუტბუტა.

"ადამიანი" თეჰიონი გაკვირვებული ჩანდა.

"ჰაჰ? ამმ...სერ??" თეჰიონმა თავი უხერხულად იგრძნო როცა უცნობმა ხელი მხარზე დაადო, ნაზად მოეფერა და დაატყაპუნა.

უცნობმა თეჰიონს მიანიშნა, რომ სახლში შესულიყო, რაზეც თეჰიონი სიამოვნებით დათანხმდა.

სავარძელზე დაჯდა და ჩანტა იატაკზე დადო.

"აქ რატომ ხარ?" ბიჭმა საუბარი დაიწყო, თეჰიონი ჩანთიდან რაღაცის ამოიღებას ცდილობდა.

"აჰ- ბებიას სახლში მივდიოდი მაგრამ ბენზინი დამიმთავრდა, სადგური კი ახლომახლოს ვერ ვიპოვე"
აუხსნა თეჰიონმა.

ხელში ტელეფონი დაიჭირა, განბლოკა და ვლოგის გადაღება დაიწყო სადაც ამბობდა, რომ ერთ-ერთ სოფელში დაიკარგა. ვიდეოს გამოქვეყნება ჩაწერისთანავე უნდოდა მაგრამ აღმოაჩინა, რომ სიგნალი არ იყო.

RED TEMPTATION (GEO TRANS) I k.vWhere stories live. Discover now